არ ვარ უდაბნოელი, მაგრამ ვიცი ოაზისის ცისარტყელა,
ბედნიერება,
ბედუინის გამომშრალ სახეზე ერთი ჭიქა წყლით მინიჭებული ღიმილის ფასი.
არ ვარ შაოლინის ბერი, მაგრამ ვიცი მათი ყოველდღიურობა,
არ ვარ გამოქვაბულში ნაცხოვრები
მაგრამ ვიცი პირველყოფილთა ნახატები,
არ ვარ ლიზერგინის მჟავა, ან სხვა ფსიქოდელიკი,
მაგრამ ვიცი როგორ ზემოქმედებს ნახატი, მუსიკა, ბავშვის ტირილი, ქალის კივილი
და ადამიანის გამოხედვისას წამში გაჩერებული კადრი ჩემს ღია ნაცრისფერ მასაზე მორბენალ ნეირონებზე
ჰბადებს ახალ შეშლილ იდეებს რაც იზრდება ნახატად, პოეზიად, მუსიკად
და კედლებზე საღებავით გადმომაქვს ეს შენამდე..
მე ვიპოვე ჩემი გზა და ვამბობ რომ ქუჩის უკანონოდ მხატვრობა და გრაფიტი ჩემი ცხოვრებაა.
ვინ ხარ შეეენ?