“რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო!..” — ირაკლი ჩარკვიანი / მეფე
“როცა ცა იწვის, ჯორდანო ბრუნო სასაფლაოზე ზუკოს წვენს წრუპავს, აგნოსტიკია, ვერ აიფეთქებს თავს!..” — დათო ჯიქია (Bedford Falls)
“მატარებლები არ შემოდიან შენს სადგურში, შორით გვერდს უვლიან” — ირაკლი ჩარკვიანი / მეფე
“სიფრთხილე სიფხიზლის მონაზონია” — ირაკლი ჩარკვიანი / მეფე
“რა არის თავისუფლება, თუ არა ფრენა და ფრენის სიხარული” — ირაკლი ჩარკვიანი / მეფე
“ტვინი დაობდა როგორც ტაძრის ქვაზე დაცვენილი სებისკვერის მარცვალი” — დათო ჯიქია (Bedford Falls)
“ფხიზელზე კადაფი, კაიფში განდი” — MamaFlex
“ღმერთებთან რადარზე ვჩანდი” — MamaFlex
“ვცხოვრობთ ორმოც წელს ყოველ შაბათს” — დავით პაქსაშვილი / Naga Mula Ras Green
“ბუგიმენიც ამოწმებს ძილის წინ მისი საწოლის ქვეშ ხომ არ იმალება ლადო” — MC Lado
“რაც მე გამოვჩნდი არსად გაქვს წასასვლელი, როგორც ათეისტს შობის ღამეს” — MC Lado
“დაბრედილი ბრაკონიერების ემპათიას ვბლოკავ … ყველა უბანში ვარ local” — მაქსიმე მაჩაიძე / Luna997 / Max95 (ზურმუხტისფერი ბედის ორდენი, Kayakata) LTFR (Let The Funk Ride)
“ვკაიფობ როგორც ებრაელი, როცა ეწევა ჰიტლერის ფერფლს”— MC Lado
ესაა მომღერლების ფრაზები თავისივე მუსიკიდან, ისეთი, რასაც ვუსმენ და რითაც ვკაიფობ, “დამისხი დავლევ – ცხოვრებას გავლევ, დივლიდალალე” და მსგავს ნაგავს არ ვუსმენ, რომელიც დიდი ვარაუდით უარესად აშტერებს ხალხს, ისევე როგორც ის თურქული და ბრაზილიური სერიალები რაც გადიოდა და გადის ტვ-ში.
აი ეს ხდება ჩემს თავს, უფრო მარტივად, ბებია-პაპასთან გავიზარდე, უნივერსიტეტსა და სკოლაში ვიყავი “მშვიდობის მტრედი” და არასდროს არც თავს ვაჩაგრინებდი და თვითონ მითუმეტეს, თმაზეც კი არ მაქვს გამოქაჩული, არ ეტკინოს ან არ ეწყინოს-მეთქი, დაშლილი კალმითაც არ მისვრია არავისთვის დამრგვალებული დანერწყვილი ფურცლის მცირე ნაჭრები, არც სხვა, მაგრამ ამით ჩემში ვიკეტავდი ყველაფერს და ამოხეთქვა უნდოდა, შემდეგ ეს ჩაკლული ენერგია თვითშემეცნებას შევალიე და ცოტა გადავერთე, ურთიერთობა ისევ მიჭირს, არადა შემიძლია თავს გადაყოლა, თავგანწირვა, ესაც აქციებმა უფრო გამიმძაფრა.. სკოლაში და უნივერსიტეტშიც 2-3 წუთით რომ დამეგვიანა დაუშვათ საპირფარეშოდან არა მეწერებოდა, არავინ იტყოდა რომ ნიკუშა აქაა, დაელოდეთ და გამოჩნდებაო. რადგან მე მათთვის გინდაც ვყოფილიყავი, გინდაც არა, ვიღაცა ხელს უტრიალებდა, მე კიდევ წარმოვიდგენდი რომ არა სჯობს ხელის ჩაკიდება და შეგრძნება მისი გულისცემის, შემდეგ მადლობა და ჩამომდნარი სანთელივითა და შველივით გამოხედვის შემდეგ თუ კიო, იმ უშველებელ ენდორფინისა და დოფამინის ფოირვერკის აფეთქებით თავში, რაც კი რამ იგრძენი ხელის ჩაკიდებითა და მისი გულისცემის შეგრძნებით, დაასაჩუქრებდი მასაც და საკუთარ თავსაც ხელზე ამბორით, თუკი კიო, გაგრძნობინებდა.. მაგრამ ჰა… მე ვაშველებდი “მტკივა-შემეშვი”-ის და შემდგომ დასვენებებზეც მაინც სხვებთან, იმავე მწვალებლებთან იყვნენ და მეთქი სადაა ეს დედამ..ლი ლოგიკა, კარგი, დავუშვათ, გიშველე და არ გინდა ჩემთან, შენს დაქალთან მიდი, ისევ იმასთან რატომ ხარ, თუ გსიამოვნებს მითხარი და მე უფრო ნაზად, რბილად, ჰარმონიულად, მუსიკალურად, ჰუმანურად შეგეხები და არ გატკენ..
ეს ჩამრჩა და მახსენებს თავს ისე რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა პატიოსნად, მაინც სულ ერთი იყო ჩემი იქ არსებობა, ვიყავი თუ არა..
ასევე რასაც ახლა ვაკეთებ, პოეზია, ჰიპ-ჰოპ ტრეკები ყველა საპროტესტო და სთრით არტსა და გრაფიტზეც, ასევე უკანონო ქუჩის მხატვრობა და ზემოთ ხსნებული თემები საღებავით, იშვიათად ტილოზე რამე დავხატო, არადა მაქედან გავედი ქუჩაში, წიგნებს მოვწყდი თითქოს, ისეთი მკითხველი ვეღარ ვარ, მგზავრობისას, ან თუ დარბევა არაა ან ჩვეულებრივ დროს ვინმეს უმიზეზოდ არ იჭერენ ან ა.შ.. აქციებზე და სახლში ბევრ სხვადასხვა რამეს ვაკეთებ.. კომპიუტერითა და მობილურით ვიღებ უამრავ საინტერესო კითხვებზე პასუხებს და ქუჩითაც თავიდან ეს მქონდა რომ კითხვები გამეჩინა ხალხისთვის, რომ ეძიათ პასუხები, რომ იქნებ რაიმენაირად შემეცვალა თურქული სერიალები და რადიო დარდიმანდი რაიმე საინტერესო ავტორების საინტერესო წიგნებსა და მუსიკაზე, ან ფილმებზე.. ან თუნდაც მოსაუბრე ყოფილიყო საინტერესო ან…
აი ეს ხდება ჩემს თავს.. და აქ არც ბრაზია და არც გაბუტვა.
ხვეწნაც არ მიყვარს ადამიანის, ამაზე ცალკე რამეს ვიტყვი ამჯერად მოკლედ.. როდესაც შეკვეთა მომდის, თუ არ მაძლევენ სრულ თავისუფლებას, ანუ რაც გინდა ის დახატე და ვიცი მაგარი გამოვა, არ ვაკეთებ, რადგან ნებისმიერი კონკრეტიკა და შეზღუდვა უარია.. როგორც ბავშვის აღზრდა ის არაა, რომ “შემოეთრიე სახლში თორემ ყურებით გითრევ გოგო” არამედ დააინტერესე, რაიმე ამბით, მოუყევი და უთხარი რომ გაუგრძელებ ეზოდან ამოსვლის შემდეგ, ან დაუსრულე და უფრო საინტერესო შეპირდი, ან შენვე მოიფიქრე რამე, მაგრამ რა უნდა მოიფიქროს, არც კი იცის ბავშვის მამა ვინაა და მე კი ის, რა მოეწონა მასში და რატომ იყვნენ რაღაც პერიოდი ერთად … სკოლაც კი მგონი არ აქვს დასრულებული დედამისს. ანუ ძახილის ნიშნებს ვერ ვიტან და არ მოდის ჩემთან, ისევე როგორც დამკვეთისგან, ჰოდა რამოდენიმეჯერ ყოფილა რომ არ ამიღია შეკვეთა და მეთქი სხვა ნახეთ, მისი პერსონაჟები გავაერთიანე სხვა სივრცეში, მაგარი იდეა ჩამოვაყალიბე ვუთხარი აი ხომ მოგწონთ, კიო, მაგრამ მარტო ეს მინდაო, მეთქი ცალკე არ გამოვა, ერთი ალთას მეორე ბალთას და ასე არა ერთგან, კარგით ნახეთ სხვა-მეთქი და გავიდა წელიწადი ისევ არ აქვს ერთ ბაღს მოხატული ეს, ერთ გასართობ ცენტს ბანძურად წარწერები მიატყაპნეს რამოდენიმე კედელი თავისუფალია ისევ, და ა.შ… დამიჯერე და იქნება შედევრი, სამოთხე, არადა და ნახე სხვა მხატვარი, თან როცა ვიგებ რომ ფულია პრობლემა ვეუბნები მოყვარულზე უფრო იაფად, მაგრამ პროფესიონალურად გიკეთებ-მეთქი, ანუ ხარისხიანი საღებავი, თითო ბალონი – დაბალი წნევა ფლეიმი 14 ლარი ვერნილაკში, ლუპი, მაღალი წნევის ბალონი – 17 ლარი გრაფიტი შოპში, ასევე ალინას ფასადური საღებავი, რაც დაჯდება, ერთი იმდენი კიდევ ხელზე მომეცი-მეთქი და დამახატინე თავისუფლება ამა თუ იმ თემაზე ნუ სადაც მიწევს მისვლა და თუ არა, კაი ვშორდები, რთულია ადამიანთან იგივე..
ეს კი მოგწერე, რომ “კაი ნუ მოხვალ”, “დილამშვიდობისა”, “ან მოდი და ნუ მეტყვი” მაგრამ ჩემში რაღაცა გავანადგურე თითქოს და დავაგდე ტატამზე მემ საკუთარი თავი.. ზედმეტად გამიჭირდა მაგრამ რატომ ჩავთვალე საჭიროდ ესაც არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ მე არ ამიღია რამოდენიმე შეკვეთა, რომელზეც მცირედ რამეზე არ მოსულა მოლაპარაკება, წავსულვარ და სისხლი ჩამიბარებია რომ მქონოდა მინიმუმ ალპინას ფასადური დასამატებელი და გზის ფული რამოდენიმე დღე რუსთავი-თბილისი აქციებზე. და სამი მშიერი დღის მერე რამე დამეღეჭა, ისაც ვიცი რომ მედიცინური კუთხით, იქ გეუბნებიან ორ თვეში აღდგება და მოდიო რეალურად კი მამაკაცისთვის წელიწადში ერთხელ სისხლის დონორობა კარგია და მეტი უკვე აღარ. ქალი არც საჭიროებს იმ ერთხელაც კი.
ჰოდა გადავედი სხვა თემაზე, მოკლედ არ ვყიდი დროს, არ ვყიდი თავისუფლებას და არ ვღალატობ პრინციპებს, იმიტომაც არ ვიღებ კონკრეტულ შეკვეთებს, სადაც მიზღუდავენ თავისუფლებას, ურთიერთობაში კი თუნდაც ეს მიმოწერა ძალიან რთულია დათმობაზე არ წახვიდე, თუკი გრძნობ შენიან ადამიანს, ერთმა ბრძენმა თქვა, “სჯობს მორიგ ჯერზე გამიცრუონ იმედი, ვიდრე არავის ვენდობოდე”-ო და მეც ასე მიმაჩნია, თუკი ოჯახში არის ბავშვი, იმას არ ნიშნავს რომ სიყვარულია, შესაძლოა ჯერ გატაცება იყო და შემდეგ შეჩვევა, ერთმანეთის, სიყვარული ისაა, როდესაც იცი რომ ის სხვასთანაა, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებ და გინდა მისი ბედნიერება. თუ არაა ნდობა არაა არაფერი, მხოლოდ ხორციელი ვნებების ა-დან ჰ-მდე, ისევე როგორც ერთუჯრედიანი ქოცების.
ოოო, მაგარი დასასრული იქნება ამ მიმოწერის, ამავე თემაზე ჩემი ორი მეგობარი პოეტის ფრაზებით, როგორც მუსიკალური ფრაზებით დავიწყე ისევე ლექსებიდან.. ნიკა ჩერქეზიშვილი და ლაშა მარგიანის ლექსებიდან ბწკალები.
“სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება!..”
“შენი მარადიული სიყვარული ჰქვია ჩემს დროებით სიცოცხლეს!..”
ეს ვარ, ასეთი ვარ ამ თემებზე და ისე კიდევ უამრავი რამაა ჩემში რაც არ გამიმხილებია, დანარჩენს თუ ჩაეძიები ან ოდესმე გადავეყრებით და დაგაინტერესებს შემიძლია გაგანდო, იაპონია, სხვადასხვა გატაცებები, ლტოლვები, სიამოვნებები, პარიზი და ნიუ-იორკი ჩემი საყვარელი საგამოფენო დარბაზები, იტალია და გერმანია, ლუპი და მონტანა და ა.შ…
დროებით, შეხვედრამდე რუსთაველზე ან გამფოენაზე, ან სცენაზე ან ქუჩაში კედელზე ხატვის პერიოდში ან ყველფან ან არსად, ან ოდესმე სადმე ანდაც ღრუბლებს იქით, ლანიაკეას სუპერკლასტერის იქითაც უჩარჩოო უსაზღვრო უსასრულო უკიდეგანობაში ან მის იქითაც..
და იმაზე პასუხად რომ ნორმალური ურთიერთობა და ზედმეტობა ხომ არ მოგდისო და რამეს ვცდილობო, გალაკტიონი თავის სატრფოს რომ წერდა ისე რომ მწერო, არა, არაფერს ვცდილობ და ღვთის წინაშე ვარ მართალი-მეთქი. ასევე არ მივწერე რომ ნორმალური ურთიერთობაა, როდესაც ხელით აწვალებ, ჩანთას ართმევ არა წასაღებად არამედ უბრალოდ, ყურსასმენსაც და შესაძლოა საყურეს გამოედოს უხეშობით და სისხლი წამოუვიდეს, მერე მაპატიესაც არ ეუბნები, ჩემი დედის გლანდები და შეჩემები და აეეე ბიჭო ის ვინ ჩემი ფეხებია და ა.შ.. საუბარი, რასაც ვერ ვიტან, მე სხვა ვარ, ეს არ მიმიწერია, მაგრამ მაშინებო და რითი, საერთოდ არ ვარ საშიში-მეთქი.. ნუ მოკლედ არ გიცნობ საერთოდო, მეც ვნახე სოფო ბათილაშვილთან ფოტო და გავუგზავნე, ესაც არაფერს მეუბნება შენზეო და დამემშვიდობა ნახვამდისო მაგრამ აქ ამ სიტყვის ფუძე “ნახვა” დიდი ვარაუდით საერთოდაც კი არ იგულისხმებოდა.