დიდი იდეა, რაზეც ალბათ არ უნდა ვსაუბრობდე ბლოგზე, რადგან ვინმემ არ მომპაროს..

გამარჯობა! მინდა ორი სიტყვით შევეხო ჩემი მომავალი წიგნის გამოშვებას პოეზიის მხრივ.. მალე აქაც დავდებ ჩემს სხვა ლექსებს.. მაგრამ აქ სულ სხვა იდეისთვის გავხსენი მასალის დამატების ველი.. მოკლედ დიდი სურვილი მაქვს გავაკეთო დიიიიდი არტ ტაძარი, სადაც ლოცვა ნაკლებად, უბრალოდ იქნება გაერთიანებული სხვადასხვა გალერეისა და მუზეუმების მხატვრები, ქუჩის მხატვრები, დიზაინერები, სხვადასხვა დამონტაჟებული ხელოვნების ნიმუშების შემქმნელნი, აი მაგალითისთვის როგორც არის წიგნის ფესტივალი, ოღნდ უფრო დიდი მასშტაბით, რადგან თითოეული ნახატი ან ხელნაკეთ ნივთი დასათვალიერებლად ყურადღებას საჭიროებს, (არანაირად ვამცირებ წიგნებს, ისინიც უმჯობესია ერთმანეთის ზემოთ არ იდოს, არც ჩამწკრივებით თაროსნაირ მწკრივად, მხოლოდ სათარურები ან ზემოთას ვიზუალი რომ ჩანს) უნდა იყოს ფართოდ დაწყობილი, ჩამოკიდული, დამონტაჟებული და ა.შ.. ამისთვის არც “ფაბრიკას” არც “სტამბას”, არც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რომაა დიდი შენობის ნაწილი ხელოვანებისთვის, არა მგონია რომ იყოს საკმარისი, შესაძლოა ერთდროულად პირველი გახსნის დღე სამივეგან ერთდროულად ჩატარდეს, ასევე “გამოფენის” ადგილი, სადაც ზოგჯერ “წიგნის ფესტივალი” ტარდება, ზოგჯერ კი სხვადასხვა ხარისხიანი ხმისა და ვიდეო აპარატურა იხმარება. ასევე მინდა მომცენ პირველი ჩატარებისთვის წერეთელზე ეს ადგილი, რადგან მე არ ვარ ბიზნესმენი და არ ვიცი ფულის ამოღების თემები, მე როდესაც შეკვეთა არ მქონდა , ან გადაუდიათ, ან გაუუქმებიათ უმიზეზოდ სისხლიც კი ჩამიბარებია რომ საღებავი მეყიდა და არ გავჩერებულიყავი ქუჩაში ყოველი დღე მეხატა. მე ვერ ვიქნები ჰალსტუხიანი წმინდად გაპარსული ტიპი სათვალით, სიგარით, კერძო მძღოლითა და ხალხის ფეხებზე დამკიდე, მისგან და მათგან ფულის მშოველი ნაბიჭვარი, მე ვიქნები თნდაც ძვირიან ტანსაცმელში გამოწყობილი საღებავით მოთხვრილი ქუჩის მხატვარი, რომელიც ტილოზეც ხატავს იშვიათად და არის ასევე პოეტი თავის ყოველ ნაბიჯში, მას ვერავინ ვერ შეისყიდის და ვერ გაყიდის, მას აქვს და ექნება პრინციპები რამაც როგორც შეიძლება მისცეს როგორც დიდი პრობლემები, ისევე სახელი! მე მკიდია ფული, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, დამიჭერენ, ტვინით ვაგვარებ, ან თუ ძალადობენ, არ მინდობენ და არც მისმენენ რომ ინტელექტუალურად გავანადგურო, მაშინ ვეცდები გავექცე და ვიზამ კიდეც!..

ჰოდა, თუ გაიყიდება ჩემი რომელიმე ნახატი, ან ჩემს გარდა ნებისმიერის, იქნება შეთანხმება, რომ 10 % წავა ადგილის გადასახადში, სასმელის, საკვების, განათებისა და სხვა თემებში, მე ამას მოგებისთვის და თანხისთვის არ ვაკეთებ, დავხარჯავთ ან უფასოდ დაგვითმობენ, ან ვალით, რომ შემდეგ მივუტანოთ იქიდან პროცენტი რაც შემოგვივა. რეალურად მინდა განვახორციელო ეს საქმე, უბრალოდ ჩემი ძმაკაცის ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსიდან ვიხმარ ფრაზას “არავინ მყავს და არავის ვყავარ”

ჰოოოო, ვინმე თუ დამასწრებს ამ იდეის ჩამოყალიბებას, ამ პოსტის წაშლაზე თანხა მოვითხოვო რამდენიმე მილიონი გაასწორებს, უბრალოდ ვერ ვიქნები ჩემს თავთან სრულად მართალი, რადგან ასე თუ ისე მეც მაწყობს ეს რომ იყოს, მაგრამ იდეა ჩემია და არან ერთად გავერთიანდეთ, ანდაც ვეცდები თქვენთან არ ვითანამშრომლო და თუკი მე ვიზამ ამას საინტერესო და განვითარებულ ხალხთან ერთად, თუნდაც მათაც ჩემსავით, იდეა, ნიჭი, სურვილი და ეს ძალა ჰქონდეს, ან მე გავუჩინო და ჯიბეგამოფხეკილები ვიყოთ, მაინც გავაკეთებთ უკეთესს და თუკი ამ ჟინში ვინმე ჩამიდგება და ერთად საჭირო კონტაქტებს ვნახავთ, ისე რომ ესაც განვახორციელოთ და ასევე ხმა მოვსდოთ, მინიმუმ საქართველოს და მაქსიმუმ მის საზღვრებს გარეთაც.. დიდი ძალა იქნება და ყველას იმაზე ბევრად მეტი შეხვდება, ვიდრე მას წარმოუდგენია, მე შესაძლოა საღებავის ფული დავიტოვო და მეუღლე, ბავშვი და ცოტა დედიკოსა და ბებიკოს დავეხმარო.. სამაგიეროდ აქ ვინც იქნება ხელოვანი, ყველა იხეირებს! გაერთიანებული ძალით კი მთებსაც გადავდგამთ და არც პოლიტიკოსები არც კერძო დაწესებულების პირები ვერაფერს დაგვაკლებენ, პირიქით, ყველას ენდომება რომ გვერდში ამოგვიდგეს და ჩვენი სახელები მათ სასიკეთოდ გამოიყენონ, თუნდაც ჩვენ უკანონოდ ვაკრიტიკებდეთ და ვანადგურებდეთ მათ ქუჩების ნებისმიერი ზედაპირიდან.. მოკლედ საინტერესო და უსაზღვროდ დიდი არტ სამყარო იქნება ერთი კვირის მანძილზე სადმე.. ჯერ სად, როგორ და რანაირად არაფერი ვიცი, მაგრამ იმედია ახლო მომავალში ამას ყველაფერს გავარკვევ!..

კარგი დღე და ღმერთი ჩვენკენ, მადლობა ყურადღებისთვის!..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *