მე ზარმაცი რომ არ ვიყო შესაძლოა მოთხრობა ან რომანი დამეწერა ან მუსიკა შემექმნა, რაც იმ მომენტში გული, ტვინი და მთელი ორგანიზმი მკარნახობდა ამ ფაქტის შესახებ..
ვარ მეტროს ვაგონში და ვხედავ სახე წაშლილ გოგონას, ველოდები გაჩერებას რადგან ორივე კარის სხვადასხვა გვერდში ვდგავართ, შუაში კი სხვა ხალხია. გაჩერდა და დაძვრისას ვამჩნევ რომ იგივე სიტუაცია მეორდება, იმიტომაც პირჯვარი გადავიწერე გული სასტიკად ფეთქავს და “მომიტევეთ”-ით გავცდი ორ კაცს და მივუახლოვდი. გავბედე ხმის ამოღება და სიტყვები დაახლოებით იყო ასეთი — გამარჯობათ, უკაცრავად, თუ კი რამით შემიძლია დაგეხმაროთ, დაგამშვიდოთ ან გირჩიოთ, არ მოგერიდოთ გამანდეთ და .. არა, არაფერიაო, მაგრამ..
რაც იმ მომენტში მის ნათამაშევ სახეზე ვიგრძენი მასზე შემიძლია დამეწერა მოთხრობა ან რომანი, ან მუსიკა შემექმნა, ზარმაცი რომ არ ვყოფილიყავი…