ბოლოს რა წაიკითხე?!..
Biblusi • ბიბლუსი გალერეა რუსთავში!
Art by TABU92
სანამ მე დავიწყებდი ამ სამსიტყვეულის ქუჩაში ხშირ გატანას, მეგონა მე არავინ დამასწრო და მე ვიყავი ინიციატორი და პირველი ამ სიტყვებში “ბოლოს რა წაიკითხე”, არადა თურმე სამი–ოთხი თვით ადრე ვნახე ბიბლუსმა დამასწრო რომელიღაც მხატვრებს ალბათ თავიანთი ორი თუ სამი მაღაზიის წინ მოახატინეს ეს ფრაზა, გული კი დამწყდა, მაგრამ არ გავჩერდი და ეს ერთ–ერთი იმათგანია, რომელიც დაუკითხავად, მოვედი ჩემი კიბით და სწრაფად პოლიციისგან დაუჯარიმებლად გავაკეთე..
საერთოდ რუსთავ–თბილისიან–ბათუმიანად ალბათ 1500 წარწერამდე ან კიდევ საკმაოდ მეტი მექნება ..
მთავარი მესიჯი კი უფრო თავზეა, რადგან მინდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ბიბლუსის სამი მაღაზია და მეოთხეს პერსპექტივით, როგორც გავიგე.. თუნდაც გაერთიანდეს რამე არამთავარ ქუჩაზე, დიიიდი მანძილი იაფად რომ იშოვონ და მხოლოდ ერთი ქირა იყოს მაგრამ თავისი უამრავი წიგნით და მხოლოდ წიგნებით, საკანცელარიოს გარდა, ასევე საახალწლოდ სულ რომ 15–30 %–ამდე რჩება წიგნები და დანარჩენი უბრალოდ ბაზარია, ბიზნესი.. ტეხავს, არ ეკადრება წიგნებს ეს.. მოკლედ მინდა იმ წიგნების, რომელიც არაა ბიბლიოთეკებში, მსურს წავიკითხო შეუძენელად, როდესაც არ მაქვს თანხა, თუნდაც პური ვიყიდო.. ეს ერთი და მეორე დიდი არჩევანი არაა რუსთავში და ამაზეც ძლიერ მწყდება გული.
გთხოვთ მიხედეთ ჩემს მესიჯსაც, თუკი აკრეფთ რაიმე წიგნებთან ახლოს სიტყვას საძიებო სისტემაში და შემოგიშვებთ ჩემს ამ გვერდზე, ან თუ იქ მომუშავე ვერ ნახავს თავის დროზე, შესთავაზეთ თქვენ, ვინც შეძელით ამ პოსტის ახლა გახსნა და კითხულობთ უკვე ამ წინადადებამდე. დროებით და გმადლობთ ყურადღებისთვის!..
Respect – Tamoonz, Chuman, Ushno, Lamb, Chil1, Koska, Dante, David.S, Kade90, Elina, Swamp, Spore & Especially – 235
#ბოლოსრაწაიკითხე #კითხვა #ბიბლუსი #ქუჩისმხატვრობა #ქუჩისმხატვარი #გრაფიტი #ტაბუ92 #reading #booklover #biblusi #education #learning #streetart #graffiti #streetartrustavi #rustavistreetart #tabu92graffiti #tabu92art #tabu92