ბედობა რუსთაველზე / თითების თეატრის გამოსვლა / უწყვეტი აქციის 36-ე დღე!

ეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციის ოცდამეთექვსმეტე დღე, სადაც (სამწუხაროდ ვიცოდი ახლოს მდგარი თოჯინების და ჩრდილების თეატრი, თითების არა,) გავიცანი საინტერესო ხალხი, ასევე გადავიღე მათი გამოსვლა, სპეციალურად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამოკეტილი სტუდენტებისთვის, კი, მის შემდეგ ჩატარდა ყველა მომიტენგესათვის პარლამენტის წინ, კონკრეტულად მუზეუმის შენობის გადახურულ წინა ნაწილში, რომელიც სამწუხაროდ ვეღარ გადავიღე, იმის გამო რომ ერთ მათგანს ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრებოდი. ჰოოო, ვიცი რომ ბედობა ცრუ რწმენაა, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე დალექილი სიხარულის დღეს მაინც ვულოცავდით ერთმანეთს, ახალ წელს და მის შემდგომსაც, გამარჯვების წელი ყოფილიყოს კი არა, არის, გამარჯვების წელია და გამარჯვება ჩვენს ყველა საქმეში, არა მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე. და გამარჯვება დაგვბედებოდეს ყველგან და ყოველთვის. ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, მუდმივი თვით-შემეცნება და ყველა ინფორმაციასთან წვდომა, ინტერესის გაჩენა ხალხში, რომ ჰქონდეთ კითხვები, უამრავი კითხვა და ნებისმიერის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისევ უამრავი თავისით იბადებოდეს და ეს პასუხების ძების პროცესში ვითარდება ადამიანი, არის საინტერესო, ასევე გვინდა თავისუფალი სიტყვა, საქმე და ნებისმიერი ქმედება, რითაც სხვას არ მივაყენებთ ზიანს, თავისუფალი ნება და სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!” ეს არის ის ფრაზა, რაც იმდენად ნაღდია რთულია ნებისმიერი რამის დამატებაც კი. მარტივად რომ ვთქვათ მოვითხოვთ, ანუ უნდა ჩატარდეს ახალი და სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა უკლებლივ ყველა უსამართლოდ დაჭერილი პატიმარი. “არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე”.

ბედობა რუსთაველზე / თითების თეატრის გამოსვლა / უწყვეტი აქციის 36-ე დღე!

#ახალიწელი #ბედობა #უწყვეტიპროტესტი #უწყვეტიაქციები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *