ბარი “პროფესიო”-ში უკრავდა საბა, ვიყავი დაღლილი რადგან მეგობრულად დავუხატე ბარი და ერთი კედელი და შევნიშნე სამი გოგონა, რომელიც.. წამოვედი სახლში და ვწერ ჩემს მეზობელ, ჯიგარ ადამიანს გიორგის. მომიტევებს იმედია გიოც, მითუმეტეს გვარს არ ვახსენებ და მისი სულ რამოდენიმე სიტყვაა დანარჩენი სულ ჩემი მინაწერია, ამასაც იმიტომ ვასაჯაროვებ რომ იქნებ გამოჩნდეს ის გოგონა, რომელსაც თეთრი შარვალი ეცვა და რატომღაც ვუთხარი რომ ბაღიდან ჩემზე მორცხვი არავინ არ იყო, ახლაც ასე ვარ, მხოლოდ ქუჩაში კედლებზე საღებავით ვთამამდები-მეთქი და მისი ორი მეგობარი, მითუმეტეს ერთი, რომელიც არ ჩერდებოდა, სულ ცეკვავდა, მოძრაობდა, თეთრი ზედით, თეთრი ჩემთვის რაღაც საოცრებაა რა.. მითუმეტეს ისეთი სახის გოგონაზე, ნუ მოკლედ ვერ ვაგრძელებ აი მიმოწერაც..
მე — ვირტუალური სალამიც ძმაო
მე — სამი გოგო რომ გადიოდა გარეთ ერთად სიგარეტის მოსაწევად და ერთი ცოტა დაბალი იყო, ერთს თეთრი შარვალი და მეორეს ვისაც გამოესაუბრე შავი შარვალი, თეთრი ზედა, გრძელი თმა და მეგა მოძრავი, იშვიათად რომ გაჩერებულიყო გარეთ გასვლისას, შემოდიოდა მოძრაობდა სულ.. მოკლედ იცნობ მააას?
მე — ძლიერ მინდა 1-2 ფრაზა მივწერო რადგან გარეთ გასულზე სამივეს მადლობა გადავუხადე იმისთვის რომ თვალში ჩამივარდნენ და უმაგაღოდ თითებსაც კი ვერ ვამოძრავებდი, ვხედავდი და .. ნუ მოკლედ თუ იცნობ, იქნებ მომწერო რა მათი ან კონკრეტულად მისი სახელი-გვარი ან ბმული ფბ-სი ან ინსტაგრამის, კაი?..
მე — თან მინდა ის დედამიწაზე ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ყველაზე მორცხვ ადამიანებს შორის რას ხატავს და ვინაა სულაც რომ არაფერი მივწერო
მე — თან ერთი გოგონა ცალკე ცეკვავდა და აშკარად ხანდახან რავიცი გაკვირვებული სახითა და ხელის მიმიკით მაჩვენებდა და მოდიო თითქოს მაჩვენებდა, მე თითქოს იმ გოგოსაც ვუყურებდი თეთრი ზედით ვისაც შენ გამოელაპარაკე, მაგრამ ამასაც რომ არ სწყენოდა რადგან მიწვევდასავით და ვერაფერი გავბედე ავუყოლე თითები მელოდიას და გასვლამდე მუშტი მაინცდამაინც არა ისე მსუბუქად რომ აწევ პატივისცემის ნიშნად და მადლობა თავისა და წელის დახრით გადავუხადე რომ ბოდიში სახეზე მეწერა, რომ ვერ გაგიქაჩე და ვერ გავბედე ვერაფერი მეთქი და გამოვედი, მერე მოვბრუნდი სასწრაფოს რომ გავცდი და მეთქი ის თეთრი რომ აცვია უნდა ვნახო და მადლობა გადავუხადო, კი შესაძლოა ძალიან რთული ოპერაცია ჩემთვის ეს, მაგრამ უნდა გავაკეთო, გასასვლელთან უბნელები შემხვდნენ და ლუდი მომაწოდეს, მადლობა მათაც და გამოვედი მაგ მომენტში ისინი მეთქი სად გაუჩინარდნენ და ქვემოთ სარდაფში ჩასასვლელ კიბების ამომაღლებულ ადგილზე წამოსკუპებულიყვნენ ვუთხარი ის თქვენ რომ არა, მე ვერც კი გავმოძრავდებოდი და ამაზე მადლობა-მეთქი და უცებ ვერ ვიცანი თქვენთან ის ერთი იყო ყველაზე მოძრავი და შავი შარვალი ვერ შევნიშნე სახეზეც შემრცხვა თეთრი ზედა მახსოვდა და სახე, რაზეც ვერ დავაკვირდი, ისაც ჩვენ ვიყავითო მიპასუხეს, მეთქი კარგი დღე თუ ღამე და კარგი გართობა მეთქი და წამოვედი არადა მინდოდა სამივეს ცალ-ცალკე ჩავხუტებოდი და სიტყვა ვერაფერი ვერ ვთქვი და არ შევრცხვე უარესად მეთქი და ჰა.. ამ ცხოვრების დედას რომ შ.. რადგან ვერ ვარ გამბედავი ეს ერთი, დავინახე ვიღაცამ რაღაც უთხრა და გაიცინე და უპასუხა რაღაც ასევე, და ის თეთრზედიანსაც გაშორდა ნელ-ნელა ალბათ ცეკვაზე რამე, ჰოდა ეს თეთრზედიანმაც რამოდენიმეჯერ შემნიშნახმის გამაძლიერებელთან მდგარი და თითებით მელოდიას ამყვანი და მოიხედა და რაღაც მოძრაობები და მეთქი იმას რომ უუარა, მეც არ მითხრას უარი და აუუუ , ჩემი ისედაც უამრავი კომპლექსები მაქვს და ჩემს თვალწინ უარი მინდოდა მეთქი, თან ისაც არ ვიცი იქნებ სულ სხვა რამე უთხრა, ასე აღვიქვი და ჩამებეჭდა.. ახლა სახლში ვარ უკვე და თითქოს მინდა იქ, უბრალოდ თუნდაც იმიტომ რომ ვუყურო მას, მის მოძრაობას მაინც.. მაგრამ აი დიმას რომ დაეკრა რაიმე ფსიქოდელიური, სანამ შეცვლიდა საბა, იქამდე საკაიფო ტრეკი იყო ბოლოსკენ ნაკლებად დეტალები შეუშვა ისე სახალხო, მაქამდე იყო ზემოქმედება ერთეულების ფსიქიკაზე ანუ ჩემზე და ავიწვიტე მაგრამ მაშინ ეს სამეული არ იყო მგონი მოსული.. აუუუ, არადა როგორ ძლიერ მინდა მეორედ ვნახო განსაკუთრებით ის თეთრ ზედიანი გოგონა და რამე ვანახო ჩემი ნახატებიდან და ვუთხრა რომ ტაბუ მე ვარ და თუნდაც სოც. ქსელი გამოვართვა და საგამოფენოდ ვემზადები და შესაძლოა როგორც განწყობის ნახატები, ისევე კონკრეტულად შენც დაგხატო მეთქი და ნუ მოკლედ.. შემდეგ მსგავს ღონისძიებაზე უკვე მომესალმოს, ჩამეხუტოს, რამე მაგიდა-სკამი, სასმელი ერთად ცეკვა და რავიცი.. ცუდად ვარ ისე მინდა რომ ვესაუბრო და ოდესმე ვეცეკვო რამე ხელით, ტანით სახით, ხტუნვით და რავიცი..
მე — მაპატიე, ძალიან ვრცელი მიმოწერისთვის ძმაო, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, ესაც იმდენად ცოტაა, რომ .. ისე მოკლედ ნათქვამი რაც შიგნით მაქვს და ხან მიფეთქავ, ხანაც კივის რომ რთულია ამ ყველაფრის გადმოცემა სიტყვებად გიო.
მე — სრულად რომ წაიკითხავ, მიპასუხე რა თუ იქ ხარ ჯერ კიდევ და ამას კითხულობ, და გვერდზე ის გოგონა გიდგას და მასაც წააკითხებ ამ ყველაფერს და დამიმატეს რომელიც სოც ქსელში ჭკუიდან შევიშლები არაადამიანი ვიყო და ფეხით სირბილით, გაუჩერებლად მოვალ მანდ თუნდაც სიტყვა ვერ ამოვიღო პირიდან, მოვიდე, დავეცე, გავითიშოოო
ის — Bro
ის — Wvaikitxe bevri
მე — აუ, დაგულვები შენგან როგორ მისწორდება ვერ წარმოიდგენ, იმედია კითხულობ ჰოოო
ის — Da mtvralivar
მე — ყველაფერი?
ის — Ver vagrdzleb
ის — Da verc vasruleb
ის — Da ravi xval vibazrot kai?
ის — Sorry
ის — Martla
მე — ტვინს არ გავბურღავ
ის — Magari mtvralivar imenaa
მე — იცი ვისზევ გწერ?
ის — Ver mivxvdi ar maxsovs
მე — მიხვდი? აუუუუ.. გასასვლელთან ვიდექი და ერთი მოძრავი გოგონაა, სულ ცეკვავდა თმასაც იქნევდა მუდამ ხელები რავიცი თეთრი ზედა, საყვარელი სახე და რაღაცა უთხარი ვერ გავიგე ვერაფერი, თორემ გაგახსენებდი.. კაი, თუ გაიხსენებ და იცნობ ან იმ სამეულიდან იქ ვინმეს ნახავ ერთ თეთრი შარვალი თუ ელასტიკი არ მახსოვს, მეორეს თეთრი ზედა და სულ მოძრავი, მესამეს ვერ ვიხსენებ ოდნავ დაბალი, ნუ რავიცი შესაძლოა სამეულიდან ვინმე გააცილეს, ან წავიდა, ან.. ის გოგო აუუუ როგორ მინდა გაიხსენო და იცნობდე ვერ წარმოიდგენ.. ნუ კაი აღარ განვახორციელებ შენს ტვინზე სექსუალურ აქტს, მითუმეტეს მთვრალზე.. დროებით კარგი გართობა, თუ შენიშნავ წააკითხე ან მოუყევი, კარგი მიცნობენ სამივე ეგრევე, შანსი არაა.. კაი დროის გატარება ძმაკუშ!..