ა ჯ ა ნ ყ დ ი ! ! !

აჯანყდი! ახლა სახლში ჯდომის დრო არ არის, სისტემა თუ ჩვენ გვიჭერს და გვცემს, გვაჯარიმებს და გვაპატიმრებს, აბსოლუტურად უმიზეზოდ, იმიტომ რომ უბრალოდ ვდგავართ, ვისაც არ გჯერათ გამორთეთ იმედი, პოსტივი, ფორმულა და ტვპირველიც და გამოდით აქციაზე 2-3 დღე და ნახავთ რეალურად რა უსამართლობაც ხდება. გამოსასვლელია ყველა, რადგან ახლა შენი სიჩუმე დიქტატორის წისქვილზე ასხამს წყალს და ხვალე ეს რეჟიმი შენთანაც მოვა, ზეგ შენს შვილს, მშობელს, ნათესავს დაიჭერს უმიზეზოდ და მერე უკვე მე ვეღარ დაგეხმარები, არა იმიტომ რომ ვერ გაპატიე და მიგატოვე, ნუ წესით რისი ღირსიც იქნები, არამედ იმიტომ რომ მე შენამდე ვიქნები ან დაჭერილი, ან მკვდარი. ჰოდა სანამ დროა, “გამოდი, გამოდი, გამოდი გამოდი — გამოდი, გამოდი, გამოდი გ ა რ ე თ!”

#პროტესტი #აჯანყდი #კალიგრაფია #გრაფიტი #ქუჩისმხატვარი #ტაბუ92 #protestart #protest #protestbanner #caligraphy #graffiti #streetartist #tabu92

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *