ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავთ და შეგვეწიოს ყველა ქრისტიანს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! ფარისევლებს კი არაფერი გეშველებათ არც დედამიწაზე და არც სიკვდილის შემდეგ.. კი, გიყვარდეს ნებისმიერი ადამიანიო, მოვისმინე ქადაგებაში, მაგრამ ვინც ახლა დიქტატორული რეჟიმის წამყვანი ნაბიჭვრები არიან, ისინი ადამიანები არც არასდროს იყვნენ, მითუმეტეს ახლა არ არიან და აწიც ვერ იქნებიან, მაქსიმუმ ფარისევლურად მივიდნენ ტაძარში დიდი სანთლებით. ვერ გიტანთ და ასევე მათ ვინც ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებით ამ ჩამპალ რეჟიმს, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაშია ფსიქიკამდე დაყვანილი, აღზრდითა და იდეურად ჩანერგილი, რუსეთიდან გაიქცა ხალხი, ბელორუსიიდანაც ბევრი გადასახლდა, რადგან შეუძლებელი გახადეს მათი ყოფა, მაგრამ აქ და ახლა, საქართველოში არავის არაფერი მსგავსი არ გაუვა, არადა უკანონო, მტაცებლური, მაქსიმალურად ბოროტი წესები დააკანონეს, მაგრამ დიდხანს ვერ გაქაჩავენ.
ჩვენ, არ ვიცი როგორ, ვინმე გამოჩნდება რაიმე იდეით, უბრალოდ დგომის გარდა, იმ იდეას კი გაჰყვება ხალხი, თან ამავდროულად, მაინც გადაიკეტება ქვეყნის მთავარი გამზირი, როგორი ვითომ არაფრის მთქმელიც არ უნდა იყოს, ვითომც და არაფერი, მაგრამ ეს მათ ნერვებზე მოქმედებს და რაიმე იდეა კი არის, რაიმე გეგმაა მოსაფიქრებელი.
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ვართ საინტერესო ხალხი, ასევე ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში და რაც მთავარია, მართლები ვართ ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..