აქ დასაქმებული შიმშილობს!

აქ დასაქმებული შიმშილობს!

ყველამ კარგად ვიცით თუ რა ხდება ევოლუშენ ჯორჯიაში, რომ უამრავი ფაქტია ჩაგვრის, დაცინვის, დამცირებისა და სხვა უამრავგზის უსამართლობის დამსაქმებლის მიმართ და როდემდე უნდა ითმინოთ ეს, ხელფასამდე, კარგი აიღეთ და რაღას ელოდებით გაიფიცეთ, თორემ იქ თქვენი უფროსები უარესად დაგაზომბირებენ ამათ წინააღმდეგ, ისე რომ დაკარგავთ სრულად ემპათიას და იქნებით ზომბებით ჩვენს მიმართ, ნუ მე არ მიმუშავია ევოში არც-ერთი დღე, მაგრამ ისევე როგორც გლოვოს, ბოლტისა და ვოლტის კურიერები, ისევე მეც ერთი ქუჩის მხატვარი და გრაფიტი არტისტი ვარ თქვენს გვერდით. საერთოდ არ მინდა რომ ფულით ან ფულზე თამაშები იყოს ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ჰა, რას იზამ, არის მარტივი და იაფი მუშა ხელი, ჰოდა სანამ არის, იქამდე ბაზარზე იქნება ევოლუშენიც და მისი მსგავსი როგორც გავიგე უკვე ორი ფირმაც გაიხსნა, უბრალოდ როგორც ჩანს, რამოდენიმე ვინც გადავიდა იქ, უკეთესი პირობები აქვთ ყველაფერზე. მათ კი არ დატოვეს გაფიცულთა ადგილი, არამედ დაიწყეს მუშაობა სხვაგან, რადგან არ ჰქონდათ სხვა ალტერნატივა, უბრალოდ იმიტომ რომ ეცოცხლათ, ისინი სამუშაო დღის მერე მოდიან და დგანან იქ სადაც საჭიროა და დიდი პატივი მათ ჩემგან, არ მესმის მათი, ვინც შეტრიალდა უკან, არ მეგონაო რომ 20 დღეზე მეტი გასტანტა და ფული მჭირდებაო, მაპატიეთ თუ ვინმე გაფიცულის მეგობარიცაა მათ შორის შეტრიალებული, ჩემთვის ისინი გაყიდულები არიან და შესაძლოა პატივისცემა ჰქონდეთ ჩემს მიმართ და მე მათ მიმართაც, მაგრამ მათი ეს საქციელი ვერ იქნება ჩემთვის მისაღები და არანაირი გამართლება არ ექნება, სჯობს მაშინ ემუშავათ დღევანდელ დღემდე და როდესაც მიხვდებოდნენ რომ რეალურად ბოლო დღეებია და აი, მოლაპარაკება იქნება ან გამარჯვებას 2-3 წვეთი, წუთი, წამი აკლია, მაშინ გაფიცულიყვნენ.

მოკლედ ამ საპროტესტო ბანერზე არის წარწერა “აქ დასაქმებული შიმშილობს!”, ანუ სულაც რომ მტყუვნები და ეშმაკები ვიყოთ, უნდა მოგვაქციოთ ყურადღება, მე არ მიმუშავია ვიმეორეობ არ ერთი დღე ევოში, მაგრამ ისე ვამბობ მრავლობითში, რომ საკუთარ თავსაც მოვისაზრებ მუდამ 🙂

უნდა მოხდეს მოლაპარაკება, დათანხმება მოშიმშილეებისგან წაყენებული პირობების და მის შემდეგ შიმშილის შეწყეტა, რაც არგებს როგორც ევოლუშენ ჯორჯიას, ისევე იქ ნებისმიერ დამსაქმებელს, ახლებსაც და ძველებსაც, ვინც პატივს სცემენ მოშიმშილეებს და რომელსაც უბრალოდ სალამიც კი არ ენამუსება გაფიცულების მიმართ.

ეს ჩემი კალიგრაფიული ხელწერაა, ქუჩის მხატვარი, გრაფიტი არტისტი, ვისი ბექგრაუნდი ფურცელსა და ტილოზე ნახატებია, გამოფენები და ა.შ.. შეგიძლიათ ჩემი უკანონო მხატვრობა იხილოთ მოცემულ სოციალურ ქსელებზე, გამომიწეროთ და შემიკვეთოთ რაიმე სასიამოვნო ტილო საყვარელი ადამიანის სახელით, ან კედლის მხატვრობა, შეზღუდვების გარეშე, რაც მინდა იმას დაგიხატავთ, იმ თემაზე რასაც მეტყვით, მომიტევეთ მცირე რეკლამისთვის, მოკლედ გამარჯვება გაფიცულებს!

subscribe this channel — @NikalaArt
https://www.facebook.com/tabu92ism
https://www.instagram.com/tabu92art
https://www.instagram.com/tabu92ism

#ევოლუშენი #გაფიცვა #გაიფიცე #დასაქმებული #შიმშილი #ტაბუ92

 `

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *