აქცია საზმაუსთან (I არხი) / 3 მარში პარლამენტთან / სხვა ტაძრებიდან მარშები ქაშუეთამდე / შობის ღამე

ეს ვიდეო არის გადაღებული 6 იანვარს, იწყება საზმაუსთან ანუ პირველი არხის ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებელი) წინ მიმდებარე აქციით. პირველი იმას ვიტყვი რომ ესაა პროპაგანდისტული სამარცხვინო მანქანა, რომელიც ემსახურება არა ხალხს და არც იმსახურებს ამ სახელს არაა ის საზოგადოებრივი არის როგორც იმედი, ქოცების ტელევიზია. ჩვენ კი ვდგავართ იქ და ვიდგებით იქამდე სანამ დილის ეთერში არ გამოგვიყოფენ დროს, რომ გაჟღერდეს ჩვენი ნამდვილი, სამართლიანობას, განვითარებასა და თავისუფლებას მოწყურებული ხმა.

ჩვენ შემოგვიერთდა ერთი მარში საბურთალოდან და ერთად გავეშურეთ პარლამენტისკენ, გმირთა მოედნის გავლით, სადაც ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეგვხვდა მეორე მარში და სამივემ ერთად უკვე მთლიანი გზის აღებით განვაგრძეთ მშვიდობიანი მსვლელობა პარლამენტთან სადაც შევუერთდით მთავარ მასას. გზაში გაჟღერდა უამრავი სამართლიანი ფრაზები. ასევე რუსთაველზე პარლამენტის წინაც.

რაღაც პერიოდის შემდეგ შემოგვიერთდა უამრავი სხვადასხვა მიმართულებიდან ტაძრებს ვგულისხმობ, მომავალი ხალხის უზარმაზარი რაოდენობა, საზეიმოდ მომზადებული. შემდეგ ყველამ ერთად შევხვდით ქრისტეს შობას რუსთაველზე, ზოგი ტაძარში, ზოგიც მის ეზოში, უამრავი კი ქუჩაში. ტაძარს ჰქონდა გარე ხმის გამაძლიერებლები, ასევე ქუჩაში ლოცულობდა ხალხი, იყო ბევრი პერფორმანსი, საქველმოქმედო აქციები, ბავშვებისთვის და არა მხოლოდ.. ასევე რუსთაველზე მოიხარშა უამრავი რაოდენობის ხინკალი, ერთი მეც შემხვდა, იყო მწვადიც, თავიდან ავლებდნენ ჩურჩხელებს, მაგრამ შემდეგ მხოლოდ ფელამუში დარჩა.. ასევე ყველი, სხვადასხვა წვენი, ჯემი და ა.შ..

ამის შემდეგ როდესაც ხალხის დიდი რაოდენობამ მოილოცა და დაბრუნდა სახლებში მეორე დღისთვის გამოსაძინებლად და მხნედ ისევ გამოსულიყო რუსთაველზე იმავე სამართლიანი მესიჯებით, მაშინ უკვე შევძელი შესვლა ტაძარში და ეს ვიდეოც ასე სრულდება..

ჩვენ ვართ საინტერესო ხალხი, რელიგიური, მართლმადიდებელი, ასევე გვინდა მაქსიმალურად ხარისხიანი განათლება, თვით-შემეცნება და მე ასევე ვაკეთებდი უამრავ საინტერესო ნახატებსა და წარწერებს ქუჩაში ინტერესის შესაქმნელად, რომ კითხვები გამეჩინა ხალხში, რომ ეძიათ პასუხები, რომ ამ ძიების პროცესში შეემეცნათ უამრავ თემაზე საინტერესო ინფორმაცია, ეს იქნებოდა წიგნებით თუ ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ ახლა მიწევს მხოლოდ საპროტესტო ბანერებისა და ქუჩის მხატვრობის, გრაფიტთან ერთად კეთება გამწარებულ გულზე. ჩვენ გვინდა სამართლიანობა, რომ დაისაჯოს ნებისმიერი უკანონო საქმის გამკეთებელი, ეს იქნება ქუჩაში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბინაში თუ სამსახურებში, აბსოლუტურად ყველა დამნაშავე, ვისი იდენტიფიკაციაც ამ დროისთვის შეუძლებელია, დამიჯერეთ მალე ცხადი იქნება და ვერავის ვერ გადაურჩებიან ის ნაბიჭვრები, ვინც უმოწყალოდ სცემდნენ ჩვენს პატიოსან მოქალაქეებს, ვისაც ამავდროულად გვინდა მშვიდობიანი, ნათელი, მრავალფეროვანი და ბედნიერი მომავალი, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!” და ასევე რაღა თქმა უნდა თავისუფლება, მის გარეშე შეუძლებელია, თვით ღმერთმა გვარგუნე ეს და დიქტატორული რეჟიმის წარმომადგენლები ვინ ჩემი …ები არიან რომ ცდილობენ ამ უფლების წართმევას. არავის არ შერჩება ეს. ყველა დაისჯება სასტ..ად! ასევე თავისუფლების შეზღუდვაა პირბადისა და ბალაკლავის ტარების აკრძალვა, არანაირი კრიმინალები ჩვენ არ ვართ, წიგნებით, ინტერნეტის მოხმარების ნივთებით თვითშემეცნებისა და მუსიკალური კუთხით სიმშვიდისა და განვითარებარებისთვის, ასევე საღეაბავით.. უბრალოდ მათ უნდათ რომ სახის ამომცნობი კამერებით რომელიც აფიქსირებს ადამიანის ნებისმიერ ემოციებსაც კი გიცნონ, გაგშიფრონ და ან სახლთან ჩაგისაფრდნენ, ან სამსახურიდან სახლისკენ მავალ გზაზე, ან ბინასთან, სადარბაზოსთან და დაგვსაჯონ აქციაზე დგომის გულისთვის. აი ასეთი პარტიული მწო..ლი და ნაბ..ვრები არიან. ესაა სიმართლე და ფრთხილად. არადა ახლა სეზონია გაციების და ერთი ნაბიჭვარი ამბობს თუ დაავადებული ხარ რა გინდა აქციაზე სახლში უნდა იყოო რა მაგისი უკანალის საქმეა ვინ სად იქნება, ეს ერთი და მეორე შესაძლოა იყოს ადამიანი გაციებული ისე რომ თვითონ ვერ გრძნობდეს რადგან მისი სხეული ამტანი და ძლიერია, შემთხვევით დაცემინებისას თუნდაც ხელის აფარებით, ან ხველის ან სხვა გადასდოს სხვას, ვისი სხეულიც დაუძლურებულია და რა.. რატომ? ამათი უსამართლო დედებს უნდა მიუშვა ბორინკას ზებრა! თვითონ კი ყოველი მსგავსი ტიპი დასვა დენის სკამზე და აყურებინო ეს ფაქტი იქამდე სანამ სისხლი არ გაუთეთრდება და ისე არ დაარტყამთ რომ არ ჩაფრინდნენ ჯოჯოხეთში მათი ნაბიჭვარი სულები, თუკი გააჩნიათ საერთოდ. გამწარებულზე ვწერ ამას. მათთვის არის შობის დღესასწაული უბრალოდ დასვენების დღე, ჩვენთვის კი უსაზღვროდ დიდი დღესასწაული.

ჩვენ კი ვართ უსაზღვროდ და უსასრულოდ მართლები ამ საქმეში და იმიტომაც ღმერთი ჩვენკენაა, ესეიგი ვინც არ უნდა იდგეს თავისი არაადამიანი დასჯის მეთოდებით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ სახელოვნად! გილოცავთ ყველა სამართლიან, პატიოსან, მზრუნველ, კეთილ, ნებისმიერი რელიგიისა და მრწამსის მატარებელ ადამიანს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვისაც შეგიძლიათ ადამიანობა, სიყვარული და ამ მადლის გაზიარება. შობა რუსთაველზე. მინდა შეგვეწიოს ამ დღის მადლი ყველას!.. “უჩარჩოო უსაზღვროების უსასრულობით მეუკიდეგანოები”-თ, ანუ ზე-ძლიერ მიყვარხართ მსგავსო ჰუმანურო, საინტერესო და ერთმანეთზე მზრუნველო ადამიანებო, უკლებლივ ყველა! .. და არათუ გადავრჩებით, აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს, ჩ ვ ე ნ !..

აქცია საზმაუსთან (I არხი) / 3 მარში პარლამენტთან / სხვა ტაძრებიდან მარშები ქაშუეთამდე / შობის ღამე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *