აქცია მელიქიშვილზე მათე დევიძეს უსამართლოდ პატიმრობისთვის, თსუ I კორპუსი / უწყეტი პროტესტის 197 დღე

მათე დევიძეს უსამართლომ აბსოლუტურად უმიზეზოდ გამოკეტა (ჯოხი მიერტყა ხელზეო ფორმიანს) ჯერ ნახევარი წელი ჰყავდათ გამოკეტილი და სხდომებს ასწრებდნენ, შემდეგ კი მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე. მე დავიწყე გადაღება მელიქიშვილის გამზირიდიან, სადაც შევიკრიფეთ ხალხი, საიდანაც დაიჭირეს უსამართლო ფორმიანებმა მათე, კაცი, რომელსაც ენატრება გიტარა. შემდეგ მოულოდნელად ავედით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც ასევე სპონტანურად ჩავთვალეთ რომ საჭირო იქნებოდა დავრჩენილიყავით დილამდე, ასეც მოხდა. 4-ისკენ გაგვაფრთხილეს რომ 15 წუთში თუ არ დაიშლებით ჩვენ დაგშლითო უსამართლო, უსამშობლო, უსარწმუნოებო, უგუნურმა, ერთუჯრედიანმა სამინისტრომ და მათი დამყოლი რაზმი გამოაგზავნა ჩვენი მიმართულებით, ჩვენ ვფიქრობდით რა გაგკეთებინა, რადგან დილას ცოტა ვიყავით საკმაოდ და წასვლაც არ გამოდიოდა მათეს გამო, მაგრამ არც გვინოდა წიხლქვეშ გავეგდეთ ამ იაფფასიან ერთუჯრედიან მონებს, ჰოდა დავდექით, ჩვენს გაწევაშიც წავიდა დრო, რამოდენიმე გოგომ ივაჟკაცა და ჩვენ ბიჭებს კიდევ უფრო წინ დაგვიდგა რაც ძლიერ დასაფასებელია, ასევე მის შემდეგ გზის რამოდენიმე გადაკეტვის ცდაც მათგან იყო, მიყვარხართ სულ ყველა. მოკლედ რამოდენიმე ელაპარაკებოდა მათ, დიდი ალბათობით დროის გაწელვისთვის, პატარა გაუგებრობებიც იყო, უხეში ფორმიანებისგან და მოკლედ იქამდე ვიდექით სანამ არა მათი თემა გავიდა, არამედ ჩვენი, ანუ სანამ მათი რაოდენობაც არ გაუტოლდა ჩვენსას, სანამ ერთმა ქალმა არ შეგვკრიფა და უკვე რაც გვინდოდა იმაზე მეტიც დაიდოო, ასე მოულოდნელადო, ვინც დარჩით აქ ბოლომდე მაგრები ხართო და ჩ ვ ე ნ ი ნებით წავედით ზოგი პარლამენტთან დასარჩენად, ზოგიც სახლებში. მე პირადად სამარშუტოს დაახლოებით დილის 8-ის ნახევარზე დავაჯექი….

აქცია მელიქიშვილზე მათე დევიძეს უსამართლოდ პატიმრობისთვის, თსუ I კორპუსი / უწყეტი პროტესტის 197 დღე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *