აქცია ლაშა ჩხვიმიანისთვის დმანისში / უწყვეტი პროტესტის 70-ე დღე!

ჩავედით ლაშა ჩხვიმიანის ქალაქში დმანისში მის მოსანახულებლად და იმედის მისაცემად რომ ბევრნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მის შემდეგ რაც მისი სურვილი შესრულდა რომ გადაგვევსო ერთი პარკი თუ სკვერი, მან შეწყვიტა შიმშილობა. ითქვა ბევრი საინტერესო მესიჯი როგორც ლოკალურად დმანისის პრობლემები და საუბარი ხალხში, მოგვარება ერთობლივად, ასევე საერთო ანუ გლობალური, საქართველოს კიბო, ანუ ქოცების კრიმინალური ბანდა. დიქტატურა და ტირანია აუცილებლად დაიმსხვრევა აქ და ახლა, არ გავა საქართველოში!

უწყვეტი პროტესტის 70-ე დღე, როდესაც მე გავყევი კარგ ხალხს და ასევე გამოვყევი ჯიგრებსაც და ის გამიხარდა, რომ მე არ ვიდექი რუსთაველზე, მაგრამ მაინც გადაიკეტა ეს ქუჩა.

თავისუფლება და ჯანმრთელობა მზია ამაღლობელს და ასევე ყველა უკანონოდ დაკავებულ რეჟიმის ტყვეებს!

ყველგან დაინგრა DICKტატურა, აქაც დედა ეტირება მსგავს რეჟიმს, სისტემას, რა არის გამოსავალი არ ვიცი, მაგრამ საკუთარი ქალაქის შვილად აღარ ვითვლები, ვერც ვიქნები ორიVEGAN, რადგან თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გახდა ჩემი საცხოვREBEL!.. ჩვენ ვართ მართლები, გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება (წვდომა უამრავ საინტერესო ინფორმაცი(ა/ებ)ზე), თავისუფლება (ვიცით, რომ იქ მთავრდება ჩვენი, სადაც სხვისი იწყება, რომ არ ვაწყენინოთ სხვა, ანუ უსაზღვროა, მაგრამ როგორ გამოიყენებ), თავისუფლება აზრის გამოთქმასა და გამოხატვაში, საქმის კეთებასა და უამრავ რამეში, ასევე სამართლიანობა — “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა” რამDANCE გავუძლოთ? საჭიროებისამებრ, გამარჯვებამდე! ჰოოოდა რადგანაც ჩვენ ვართ მართლები, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს და ვინც არ უნდა იყოს საპირისპიროდ — გავიმარჯვებთ სახელოვნად!

აქცია ლაშა ჩხვიმიანისთვის დმანისში / უწყვეტი პროტესტის 70-ე დღე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *