არა ჩაგვრას, არა პარვას, არა გაუპატიურებას, არა კრიმინალს! აღზრდა, მოსმენა, დათმობა, იდეისთვის და სიმართლისთვის ბრძოლა

როდესაც გადავედი ბებიასთან და ის დამხვდა ნაკვეთში წასული. გამახსენდა სახლიდან გასვლისას რომ ამოწმებს ხოლმე გაზს, შუქს, ფანჯრებსა და აივანს თუ გამორთულია და დაკეტილი.. ეს მის კოდში დევს, გამახსენდა ადრე რომ ვუთხარი, რა საჭიროა-მეთქი, თავისუფლად მიდი სადაც გინდა და როცა გინდა.. ვინმე რომ შემოიჭრას ფანჯრიდან ან კარიდანო მერე რას შვრებიო.. მე ვუპასუხე რომ დავაყენოთ კამერა და პასუხი ვაგებინოთ.. რადგან ყველა ღირსია რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულებსა და მიქარვებზე. არავის აქვს უფლება სხვისი ქონების მითვისების, მე არ ვარ ბოროტი, მაგრამ თქვენ მაბოროტებთ, მე თქვენი… და ამ დროს ვიცი რომ მათ დონეზე ვეცემი, მაგრამ მე არ ვარ დაპროგრამებული რობოტი და მეც გამაჩნია ნერვები. ასევე პაპაჩემი დედის მხრიდან იყო ცოცხალი ენციკლოპედია და სიკეთის განსახიერება. როდესაც ნაკვეთში ძვრებოდნენ ღობიდან ან ჭრიდნენ გაბმულ მავთულს და ტეხდნენ ხის პატარა ქოხს.. მეუბნებოდა, აი, ხედავ როგორ უჭირთ ამაზეც კი რომ მიდიანო , მეტი უნდა ჰქონდეთო ჰოდა შეუნდოს ქრისტემო.. მე კიდევ ვპასუხობდი უნდა დავაყენოთ დენი მთელ შემოსაზღვრულობაზე და ერთხელ დაარტყამს, მეორედ, მესამედ და მეოთხედ აღარ მოვჰკიდებს ხელს, ანდაც თუ მაინც იზამს, მ..ია პატრონი, მოკვდეს იქვე-მეთქი, ღირსია და იმიტომ.. ანუ რომ მოვიდეს ადამიანი და მთხოვოს, დავეხმარები რაც გამაჩნია ხურდა იქნება თუ ლარის კუპიურაც.. ბავშვის საკვები, მოვლის საშუალება იქნება თუ მეუღლის ან ნათესავის ოპერაციისთვის.. დავეხმარები, იყოს გახსნილი და ნამდვილი და არა წამლისთვის ან სასმელისთვის ან .. არ მომატყუოს და ადამიანურად მომიდგეს.. მე ვატარებ ბალონს საღებავით, ანუ კი, ისეთი დროა რომ ცოტა არ იყოს მაინც გაქვს შიში, როგორც ხატვისას, ისე უბრალოდ მოძრაობისას ქალაქში, არ იცი რას შეხვდები და სად მოგიწევს “მშვიდობის მტრედი მოფრინდა”-სავით გაშველება ადამიანური ლექსიკითა და ინტელექტით.. მოკლედ ვერ ვიტან ვერც ადამიანის ჩაგვრას, ვერც დაცინვას, ვერც მოპარვას, ვერც კვლასა და გაუპატიურებას, თუნდაც ისე დაყოლიებას რომ სიტყვით შეაცდინე, დაითანხმე, დაიყოლიე სექსზე და მეორე დღეს წუხს გოგონა.. არა.. წადი ან საკუთარ თავს თვითონ ასიამოვნე, ანდაც ამ საქმის სპეციალისტებს მიმართე.. კი, შესაძლოა მე რომ მთხოვოს ვერ მივცე იმდენი, რამდენიც ქალის ჩანთაში იქნება მობილურის, ბანკის ბარათისა და სათვალის ან მძივის სახით.. მაგრამ ჩემს თვალწინ რომ მოხდეს მსგავსი არ ვაპატიებ, რომც დამჭრას დანით მინიმუმ სახეში შევასხამ საღებავს.. მაქსიმალურად გადავეფარები გოგონას დავიცავ.. სულაც რომ გულის მოხშირებული ფეთქვასავით კანკალებდეს და შიშისგან სველიც იყოს, არაფერია, საღებავსაც დავტოვებ იქვე სადმე ან ჩავაბარებ ვინმეს და ხელში აყვანილიც კი მივიყვან ბინამდე.. ყოფილა 3-4-5-ზე ღამე რომ გამოვსულვარ და დილისკენ სახლში რომ მომიწია მისვლა, მე ხომ არ ვიცი ის რაიმე ვიაპი ოთახიდან ახალი დაკმაყოფილებული მოდის ჩვეულებრივი ფორმით, თუ მეორე დღეს სამსახურშია მისასვლელი და ნათესავი ან მეგობარი დატოვა საავადმყოფოში და თვითონ წამოვიდა რომ ერთი ან ორი სააათი წაუძინოს და ის დღე არ გამოტოვოს სამსახურისთვის.. რადგან გვიან დადის ლამაზი და მიმზიდველი გოგონა ან ქალი, არ ნიშნავს იმას რომ მსუბუქი ყოფაქცევისაა და სულაც რომ ასე იყოს, არ აქვს უფლება არავის რომ რაიმენაირად დაამციროს. ასევე ბავშვიც, ბიჭიც, კაციც და მოხუციც.. ადამიანებს ერთმანეთისადმი სიყვარული გვმართებს და არა ზიზღი, შური და ძებნა ერთმანეთში უარყოფითის, ცუდის, მყრალის.. ნუ ამას ვერ ვიტყვი პოლიტიკაზე, “შეიძლება გძულდეს ადამიანში ცოდვა, მაგრამ არ შეიძულო თვითონ ისო” მე არ შემიძლია ეს გამოვიყენო გამყიდველ, მოსყიდულ არაადამიანებზე, რასაც და ვისაც ვებრძვი ქუჩის უკანონო მხატვრობით.. მე არა მხოლოდ საპროტესტო არტები მაქვს, ასევე უამრავი საინტერესო, განვითარების კუთხის ასამაღლებელიც, რომლიდანაც მინდა რომ ხალხში ინტერესი ჩავთესო, რომ ცხოველურ ღეჭვაზე მეტი ღირებულებები არსებობს დედამიწაზე და კი არ დახაროს თავი და იყოს ვინმეს მოსამსახურედ, არამედ შეიმეცნოს რაიმე საინტერესო და აწარმოოს თავისი ხაზი, არა მხოლოდ ხელოვნების მხრივ, მეცნიერება იქნება ეს, თუ მცირე ბიზნესი.. რომ ქართველებზე არა ის ისმოდეს რომ გერმანიასა და იტალიაში მაღაზიებში არა გერმანულად, არა იტალიურად, არა ინგლისურად რადგან საერთაშორისო ენაა, არა რუსულად ან ჩინურად, რადგან ბევრნი არიან მოსახლეობით (“რაც მთავარია, კრემლი უნდა დაინგრეს ისე, როგორც კართაგენი!..” — ზაზა ბურჭულაძის ფრაზა გადაცემა ფსიქოში გოგი გვახარიასთან) არამედ ქართულად წერია, “არ მოიპაროთ, კამერებია!” სირცხვილია! ასევე ყველაზე მძლავრი მძარცველთა ჯგუფში რომ ათიდან ცხრა ქართველია და ა.შ.. აბა, თქვან რომ ქართველმა აღმოაჩინა რაიმე ფიზიკური ან მათემატიკური, მედიცინური ან პლანეტებზე რაიმე .. არა.. ასევე მხოლოდ ისაა საქართველოდან პოპულარული ვინც არა სისხლს აბარებს რომ საღბავი იყიდოს თუნდაც ფასადური და თავის ცხოვრება გადადებული აქვს ხალხში ინტელექტის ასამაღლებლად საინტერესო მესიჯების დასატოვებლად და ა.შ… არავისზე და არაფერზე არ თანხმდება რაც მის თავისუფლებას ზღუდავს ან ეწინააღმდეგება მის პრინციპებს.. არამედ ვინც მე დასპონსორებულ რეკლამას დადებს სოციალურ ქსელებში, დედიკოს, მამიკოს ან საკუთარი ჯიბიდან.. არა იმუშავე სადაც გინდა, როგორც გინდა, აიტანე რაც გინდა, თუ გიღირს.. უბრალოდ შენი აწარმოო და იქიდან რომ იცოცხლო აქ ამას ვამტკიცებ უკვე არ ვიცი რამდენი წელი.. ძლიერ მიჭირს, მაგრამ ანდერგრაუნდულად ყველა საინტერესო ადამიანი მიცნობს და ფართო მასებზე ჯერ ვერ გავედი..

მოკლედ ყველანაირად ადამიანისადმი მეორესადმი სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაწმყოფას არ აქვს არანაირი გამართლება! უნდა იყოს დასჯადი ყველასთვის ერთნაირად და არა ეს იმიტომ ძალადობს რომ გაუვა, პროკურორი ან მოსამართლე, ან პოლიციელი ჰყავს მამა, ბიძა ან კიდევ ვინმე.. არა ყველას ერთნაირად უნდა მოეთხოვებოდეს სასჯელი, რომ არავინ გაყოყოჩდეს და ვინმეს არ ეგონოს რომ ბინძური ლექსიკა ან ხელის აწევა და ასე მოგვარება რამე საქმეების, ან დანის ტრიალი ან იარაღის კაცობაა და მაგარი ბიჭობა, პირიქით დანაშაულია და სირცხვილი. აბა თუ არ ესმის როგორ უნდა გააგებინოო, როგორ და ეტყვი სიტყვით, ნორმალური ლექსიკით, ისე რომ მიხვდეს და არა მუქარისა და შიშის გამო დაგეთანხმოს, არამედ არგუმენტი ამოუწურო და ისე მიახვედრო.. ან უბრალოდ იყოს ის თავის აზრზე და შენ შენსაზე.. გაეცალე და მორჩა.. ასევე ისაც მოქმედებს, როდესაც ის რაღაცას ცდილობს საპირისპირო გიმტკიცოს, ხმის აწევითაც კი და შენ იმაზეც კი არ ბრაზობ რომ “ხმას ვის უწევ ბიჭო” არამედ უბრალოდ ატარებ მის საუბარს და მერე ისეთს “ჩაუხევ” მოულოდნელად როდესაც მორჩება ის საუბარს, ჩვეულებრივი ცუდი სიტყვების გარეშე, რომ გააშეშებ და შესაძლოა იქვე მოგიბოდიშოს, ძალის, დაშინებისა და სხვადასხვა რამეების გარეშე.. ინტელექტი, იკითხეთ წიგნები და გაიჩინეთ კითხვები, რაზეც იძიებთ პასუხებს ქუჩაში (ჩემს მორიგ სთრით არტსა თუ გრაფიტში), ბიბლიოთეკაში, ინტერნეტსა თუ სხვა გზებით..

განვითარდით რომ იყოთ საინტერესონი, როგორც საუბრის ან მიმოწერის დროს, ასევე ნებისმიერი კომუნიკაციისას.. იქნება მეტი ინტერესის წყარო, მეტი მოაზროვნე და მეტი ისეთი ადამიანი ვისთვისაც იარაღი, დანა, დამცირება, დაცინვა, ცემა-ტყეპა, წართმევა, გაუპატიურება და სხვა კრიმინალი ან სხვა დანაშაულებრივი საქმე არ იქნება საინტერესო. ასეთი ადამიანის მოსყიდვა თანხით პოლიტიკური ჯგუფების მიერ თუ სამსახურში უფროსის კეთილგანწყობაზე ზრუნვისას ჩვეულებრივ მუშებზე მეტი დავალების მიცემა და სხვა უსამართლობებს ნაკრებიც შემცირდება.. მეტი დადებითი, პოზიტიური ტალღები და მეტი მომღიმარი სახე იქნება ქალაქში, მეტი სიკეთე იქნება გადამდები და მეტი გაბედნიერებული ოჯახი.. კი, ეს არის ასე თუ ისე შორეული პერსპექტივა ჩემი მსგავსი საინტერესო შინაარსის მატარებელი ქუჩის ნახატებისა და წარწერებით გამოწვეული, მაგრამ სწრაფი უფრო ალბათ ისაა, რომ საპროტესტოთი ესევე არტყამ იმ სისტემას რაშიც არიან მთავარი მანიპულატორები, მთავარი ქვეყნის მძარცველები და კრიმინალები, სახელმწიფოს მმართველ ორგანოებზე.. იმიტომაც ქუჩაში, სანამ გამეცნობა ვინმე ხატვის პერიოდში, შეკვეთის მიზნით, ან უბრალოდ შექების ან.. ნებისმიერი “გაპარსული ადამიანიას” (არ ვგულისხმობ მოვლილობას, შესაძლოა მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან, კერძოდ რაიმე ტერიტორიის დაცვის თანამშრომლიდან პოლიციიდან ან რაიმე სხვა ორგანოებით დასრულებული ნებისმიერი აღმოჩნდეს, ვინც პრობლემას შემიქმნის).

ჰო, ასევე ვერ ვიქნები ამ უსაზღვრო შიშისა და რისკის გამო რომ დავრჩე სახლში და აქციაზე არ მივიდე, არადა ერთმა იქ მითხრა, რომ შენ ისედაც ისე იბრძვი ქუჩით ძმაოო, რომ შეგიძლია აქაც არ მოხვიდეო, შენ სხვებზე უფრო მეტად .. ნუ მოკლედ.. ჩემი მობილურია ფაქტი, უამრავი ქუჩის ნახატით გადატენილი.. ჰოდა.. ასევე არ შემიძლია რომ არ გამოვიდე და როგორც განვითარების კუთხის ასამაღლებელი, ან მუსიკით შთაგონებული რაიმე საინტერესო არ დავხატო, ისევე მსოფლიოში რომ ვიყო ნომერ პირველი სიმართლის მქადაგებელი და უამრავ რამეზე ვჩუმდებოდე და ხალხმა იცოდეს ჩემი დამოკიდებულება.. ვერ ავიტან.. არ შემიძლია, უსაზღვრო უსასრულობით მეშინია, მაგრამ რომ არ გავაკეთო, ვერ ვიქნები საკუთარ თავთან მართალი.

მოკლედ გმადლობთ ყურადღებისთვის ვინც წაიკითხეთ ეს პოსტი, არ შემეძლო რომ არ ამეკრიფა.. რაღაც ემოციებმა დამკრეს და ფეისბუქისთვის ამხელა დიდ ტექსტს სულელურად მიიჩნევენ და აქ, ჩემი ხელოვნების ბლოგზე კი ვფიქრობ ღირს სრულად გახსნა.. ვინც კი ცისარტყელასავით სავსეა სიკეთით, აზროვნებს და ინტერესდება ბევრი მაგარი რამით, ყველას გაგეგოთ იმაზე ბევრი ინფორმაცია, რაც კი რაზეც მოგესურვებათ.. ღმერთი ჩვენკენ!..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *