ანწუხელიძე უკვდავია! / დიდება გმირებს! / წულუკიანი მოღალატე! ||| antsukhelidze is immortal! / glory to the heroes! / tsulukiani is traitor!
იმ (კარგად რომ ვთქვათ და მისაღები სიტყვით) სისულელის შემდეგ რაც თეამ თქვა უკვდავ გმირ გიორგი ანწუხელიძის შესახებ, რომ ის ვიღაცის პიარის ნაწილიაო, მეთქი ყველა ბინძური ლექსიკა და გინება ერთბაშად დამადგა ენაზე და რადგანაც არ ვარ უზრდელი, არამედ ვარ საინტერესო ხელოვანი, ეს სიბრაზე გადავთარგმნე ნახატში, გავედი ერთ ადგილზე და არ შემეძლო რომ ამ თემაზე რამე არ დამეხატა, კი, ცოტათი დაირღვა სიმეტრია და სხვა კანონები, რადგან დაუკითხავად ვხატავდი და კი უსაფრთხო ადგილია, მაგრამ იქაც რომ ვიღაცები გავიგე ერთხელ ჩაიარეს, შემდეგ მეორედ უკვე შიშმა ამიტაცა, მაგრამ ასე თუ ისე პირბადე გავიკეთე და მოვრჩი ამის დახატვას, შემდეგ გადავუღე ფოტო-ვიდეო მასალა და ახლა გიზიარებთ ამას.
#ანწუხელიძე #ქუჩისმხატვრობა #ტაბუ92 #antsukhelidze #streetart #tabu92