აბსტრაქტული ფსიქოდელიის პარეიდოლიური მელოდია

ძაფზე გასვლისას წონასწორობა, წარმოსახვები და ლოცვა.
გავშიშვლდი შენს წინაშე და ვერ შემიცანი.
საკუთარ თავსაც არ იცნობ, იტყუები. მე გიცნობ უკეთ.
უსახური შიში ეთამაშება შენს უსუსურობას წვიმის წვეთების მელოდიით.
ეს არაა ელექტრონული მუსიკა და აბსტრაქტული ნახატი,
ეს ჩემი ფსიქოდელიური აზროვნების უსასრულოებაა,
რომელიც გიკივლებს ფსიქიკას,
სადაც შენ გინდა შემოღწევა,
მაგრამ ზღვის ნაპირზე ცივა, ზამთარია
და არც კი ცდილობ შემოდგა ფეხი გავარვარებულ ზღვაში,
ეზიარო თმიდან გამოჟონილ რძეს,
თვალიდან წირპლების ნაცვლად გადმოყრილ ნამცეცებს,
ბურუსივით ჩამოწოლილ მტვერს იმ ტილოზე, რომელზეც შენ ხარ,
შენს დაცემულ დღეს, რომელიც შენ ხარ
ჩემს პარეიდოლიურ მარტოობას, რომელიც შენ ხარ
ჩემს მისტიკურ ნახატს, სადაც საკუთარი სისხლია დაღვრილი — შენ ხარ
შენი ვერ ნაფიქრი აზრი, ვერ გასული გზა, გამოუთმელი სიტყვები
შენ ხარ, შენ ხარ, შენ ხარ — მე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *