უბრალოება

უბრალოება, ესაა ჩემი სულიდან ამოსული ერთ ერთი იმ სიტყვათაგანი, რომელიც ძლიერ მიყვარს, ისევე როგორ — ნდობა, ზრუნვა, მეუკიდეგანოები, შვება. ესაც ადამიანში ის თვისებაა, ის შინაგანი სამყარო, რომელსაც ძლიერ ვაფასებ, არადა ბავშვობიდან რადგან ვერ ვხედავდი იმ კონტაქტის ვერსიას, რომელიც მომწონდა, არ ვიცი კომუნიკაცია და გართობა, საერთოდ რა არის, ბაღში ან მხარი უნდა გეკრა, ან კუბებით აშენებული სახლი, ციხესიმაგრე თუ სხვა რამ უნდა დაგენგრია, სკოლაში თმაზე გამოგექაჩა, დაშლილი კალმიდან დანერწყვილი ფურცლის დამრგვალებული ნაჭერი გესროლა ვინმესთვის, ან ხელი გადაგეტრიალებინა, უნივერსიტეტში კი მხოლოდ ბიჭები ვიყავით და გვერდზე გახედვაც არ მინდოდა, მაგრამ თუ საერთო ლექცია ჩაგვიტარდებოდა, როგორ მინდოდა რამე მეთქვა და არ ვიცოდი როგორ გამებედა, ისევე როგორც სკოლაში შესანიშნავი იდეა მომივიდოდა რამის შესახებ და ერთ გოგონასთან რომ მივიდე, სხვას არ ეწყინოსო, ეს კი არა როდესაც მტკივაზე მე გავაშველებდი, საპირფარეშოდან დაბრუნებულზე უკვე არა მეწერებოდა, რადგან არავინ იტყოდა ჩემზე რომ იქ ვიყავი, არ გავსულვარ სკოლიდან. დასანანია, როდესაც არავინ გამჩნევს, არავისთვის არსებობ, არათუ შენი საინტერესო აზრები, იდეები, უჯრედის დაყოფიდან დაწყებული ლანიაკეას სუპერკლასტერამდე რომელიც დედაა ორასი ათასი გალაქტიკის იქამდე და მის იქითაც ნებისმიერ თემაზე შემეძლო საუბარი, ხელის გადატრიალების ნაცვლად კი მასზე ამბორი, რომელსაც ვერ გავბედავდი, თუკი მანამდე არ მექნებოდა რამე კონტაქტი და როგორ მივსულიყავი იქამდე არ ვიცოდი.. არათუ ჩემგან დავალების გადაწერა, ან მის იქით რაიმე თემაზე აზრი, არამედ საერთოდ ყველას ეკიდა ვარსებობდი თუ არა, ცოცხალი ვიყავი თუ არა. მოკლედ გავიზარდე ისეთი რომ 34 წლისასაც არ მყავს მეუღლე და შვილი, მაგრამ 3 წუთი რომ დამიდგა ერთი უცხო გოგონა კედელთან ხატვისას, ღამე გავუთენე საავადმყოფოში მის ნათესავს, რამე რომ დასჭირვებოდა აფთიქიდან თუ მაღაზიიდან, სამსახურში წასვლისას კი შემეცვალა სხვა მისიანი. ძახილის ნიშნებსა და აკრძალვებს ვერ ვიტან თორემ რომც არ მთხოვო, მე გამოვიჩენ ინიციატავას, თუ ვხვდები რომ რამეში გჭირდება გვერდში დგომა, შემიძლია ზრუნვა და არასდროს არ ვთამაშობ არანაირ როლს არ ვირგებ რაც ვარ, ის ვარ, ისეთივე უბრალო როგორსაც მხედავ, ალბათ იმიტომაცაა რომ შემიყვარდა ეს სიტყვები — უბრალოება, ნდობა, ზრუნვა, მეუკიდეგანოები (ჩემი შედგენილი სიტყვა მგონია და დიდი ალბათობით ასეცაა, “უკიდეგანოება”-დან ნაწარმოები) და შვება.

#უბრალოება #ამბავი #ისტორია #გრაფიტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *