სწრაფი ნახატი და წარწერა თეონასთვის

ასე, სწრაფად დახატული ხარისხიანი ფლეიმის სფრეებითა და აკრილის მარკერებით შექმნილი ნახატი თეონასთვის, ვინც მუშაობს აფთიაქში ფარმაცევტად |სამუშაო ადგილს არ დავასახელებ მაინც|. არ მახსოვს ზუსტად, ალბათ ხურდა მაკლდა და გამატანა რუსთაველზე დაშავებული ადამიანისთვის მოვლის საშუალება და ჩემთვის ალბათ პირბადე, ასევე მახსოვს რომ ვიზუალურად აქვს ბავშვური გამოხედვა, ერთადერთი რაც ვიცი მასზე ისაა, რომ მეუღლეც მხატვარია, ისაც კი მომერიდა მეკითხა ვინ იყო, იქნებდა ვიცნობდი, მოვიკითხავდი, რავიცი რამე ცუდად არ გაიგოს ვინმემ.. მთავარია გაუხარდა, მე კი მისი გაბედნიერება შევძელი მარტივად.

კარგად მახსოვს, რომ სახელი ვერ დავიმახსოვრე ორი დღის წინ შესულზე, არა ვარაუდი მქონდა, მაგრამ ვაი და თუ სხვაა და შევედი, კიდევ კარგი ის მორიგეობდა იმ დღეს, გამიჭირდა სიტყვის გადატრიალება და მივესალმე, წავიკითხე მისი სახელი და გარეთ გავედი, მივაწერე ამ სწრაფად გაკეთებულ ნახატს, დავაკონტურე და სადღაც წუთნახევარსა თუ ორ წუთში, მაქსიმუმ სამში შევტრიალდი და ამ ნახატის გადაცემაც გამიჭირდა მაგრამ ვცადე და შევძელი გამეცინებინა, გამემხიარულებინა, რამაც მე გამაბედნიერა. კარგი დღე და მთელი ცხოვრება თეოს.

#ნახატი #წარწერა #სახელი #მხატვარი #ფარმაცევტი #თეონა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *