დროშების რევოლუცია! შერიგების დღე! — ეს ტრანსფარანტია, თუ ბანერი გავუკეთე უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს მისივე ვიდეოდან გამომდინარე. არ ვიცი, რისი სჯეროდათ, მიამიტობას მივუმატოთ ღალატი და გამყიდველობა ქოცებისგან და მოულდნელი დარტყმები, რაც არ იყო დაგეგმილი, შემდეგ კი აეწყო სისულელეებზე შეცდომა შეცდომაზე და როგორც ჯანმრთელობა დაკარგა ბევრმა, ისევე დაიჭირეს უამრავი და რაც მთავარია იმედი დაკარგა ბევრმა, ნიჰილიზმი, უიმედობა ესაა რისი დათესვაც უნდათ ქოცებს, რომ არაფერს არასდროს არ აქვს აზრი, მაინც ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, არა და არასდროს! ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, გზას არ დავერ გადაგაკეტინებთო, 15 დღე ერთხელ და მეორედ გამეორებაზე 1 წლით დაგიჭერთო, იმიტომაც უნდა ვიყოთ ალიან ბევრნი. ამათთან რაზე უნდა შერიგდე, არ მესმის, აქ და ახლა, მხოლოდ დღესვე რომ გავიმარჯვოთ გერმანია, იტალია, ესპანეთი და კიდევ რამოდენიმე ქვეყნის სპეც რაზმი თუ ჩამოვა და ჩვენებს ბოლომდე გამუსრავს. სხვა ვერაფერს ვხედავ სწრაფ გამოსავალს, მიაყოლებს ყველა იმ ფორმიანს, ვინც გამოვა რუსთაველზე და გადაუდგება პატიოსან, განვითარებულ, საინტერესო, მოაზროვნე და ერთმანეთისთვის თავდადებულად მზრუნველ კეთილ ხალხს.
მაშინ დიდი ნაწილით მაინც მჯეროდა ამ ვიდეოს ყურებისას რომ შეიძლება რაიმე მოხდეს, ახლაც, მაგრამ ერთი კვირა და ერთი თვე ნაკლებად, უფრო გაიზარდა პერსპექტივა, დროში იწელება არადა ასეთ სიტუაციაში იდეები და გამოსავალი, გეგმად წოდებული უნდა სწრაფად იყოს, რადგან დრო აღარ გვაქვს ყველლანაირ უკანონობას გვიკანონებენ და ნებისმიერ რამეზე დაგვიჭერენ უბრალოდ რომ გამოვხატავთ პროტესტს, რადგან უნდათ სიჩუმე და შეგუება და ეს არ მოხდება, არასდროს! იყოს პატიოსანი , სამართლიანი, თვისუფალი ქვეყანა, დემოკრატიულ რელსებზე ევროკავშირის წევრი და ჩემზე მშვიდ ადამიანს ვერავინ ნახავდა. მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ მაგალითისთვის , ბუდა საფლავში ტრიალს დაიწყებდა, ჩემს შემხედვარე.
დრო ცოტაა, არ ვიცი როდის იქნება გამარჯვება, მაგრამ მწამს, რომ სხვანაირად შეუძლებელია.
#დროშა #თავისუფლება #შერიგება #რევოლუცია #4ოქტომბერი #გამარჯვება #სამართლიაობა #პროტესტი #ტრანსფარანტი #ბანერი #ტაბუ92