მოგესალმებით! ყველაფერი დაიწყო იმით რომ აქციიდან შევიკრიფეთ და წავედით გლდანში საპყრობილესთან სადაც იმყოფება გიორგი მინდაძე და კიდევ რამოდენიმე სინდისი პატიმარი მათთან ახლოს მეზობლად. მისვლისას დავინახეთ ეკლიან ბუჩქებში მოსრიალებით ჩავარდნილი მანქანა, საიდანაც გამოვიყვანეთ სამი დაზარალებული ახალგაზრდა ბიჭი, იქამდე სანამ ფორმიანები მოვიდოდნენ. შემდეგ დავხედეთ დროს და 12 ახლოვდებოდა და გავიქეცით იმ ადგილზე სადაც ჩვენს მეგობრებს მოემზადებინათ ფერადი ბოლი, ერთად ავუშვით ფრანები და შორიდან იმხელა ხმით ვყვიროდით მილოცვას რომ დარწმუნებულნი ვართ მათაც ესმოდათ ჩვენი ხმა. ავღნიშნეთ იქ და დაბრუნდით სახლებში. აწი იმავე დღეს შუადღის ორ საათზე შევიკრიფეთ შარფავას ძეგლთან და იქიდან მოვიარეთ გიოს საცხოვრებელი, ასევე ნანის მაღაზია, საიდანაც ხილით, ტკბილეულით, წვენებითა და ლუდით გაგვიმასპინძლდა, შემდეგ მცირედი წრე დავარტყით და გზაში ბავშვებმა გაგვახარესთავიანთი წამოძახილებით, გული აგვიყუჩეს და გოგონები ჩაეხუტნენ, ბედნიერების ცრემლებით გავაცილეთ ერთმანეთი და გავედით ისევ შეკრეფის ადგილზე. შემდეგ ზოგი წავიდა თბილისში და ვინც დავრჩით ნანი დეიდამ კიდევ დიდი პატივი გვცა. შემდეგ გავედით და შევუერთდით თბილისის რუსთაველის ქუჩას, რამოდენიმე კადრი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან და ვიდეოს დასასრულიც..