F*ck The GovernМЕНТ / 1312 ||| ნახატზეა უსამართლობით გამწარებული ბავშვის სახე რაც იმავე წამს წამოვიდა იდეურად როდესაც ვიპოვე მყარი, სქელი ძველებური ფილა, რაღაც პერიოდი იყო გარეთ, მაგრამ მერე ვეღარ ვიპოვე. ალბათ ან ვინმე წაიღო, ან გადააგდეს. დატვირთვა რა აქვს და სად იკვეთება ინგლისური და რუსული ენები გამომდინარე უსამართლო მმართველობიდან და ა.შ.. ცხოვრებაში არავინ მიწყენინებია, არ დამიცინია ვინმესთვის, არ დამიჩაგრავს, პირიქით ჩაგრულის მხარეს ვიდექი და ვაშველებდი, მშვიდობის მტრედი ვიყავი მუდამ, თითქოს ესაც ჩემი ბავშვობა დამეხატოს, ოღონდ არა ძველ წლებში ახლა რომ ვიყო ბავშვი და ვხვდებოდე როდის სად და რა ხდება. მხოლოდ იმიტომ ვდებ ქუჩის მხატვრობის კატეგორიაშიც, რომ უბრალოდ ცოტა ხანი ბინის გარეთ იდო, თორემ ისე სახლის ნახატია რა.. ტილოზეც არაა მაგრამ ეს კატეგორია ფურცელსაც და ნებისმიერ რამეს მოიცავს რაც ოდესმე სახელოსნოში დაიხატება, მანამდე კი სადმე ბინასა თუ სახლში. ამ გაბრაზებულ, გამწარებულ ბავშვს უნდა სამართლიანობა და თავისუფლება, მისი თვალების წინ ხედავს ბევრ იმას რაზეც ცდილობს ხმის ამოღებას, როგორც არ უნდა ეშინოდეს, მაინც, ნუ რაც გარეგნულად ცდილობს არ შეიტყოს.