გოგონას თმა მეფერებოდა ხელზე რუსთავი-თბილისის სამარშუტოში

მე არ ვიცნობ მას, ვხედავ მის ხელის მტევანს, თეთრ თხელ ჯინსის ქურთუკს. მისი ღია ყავისფერი თმა მეფერება ხელზე. მის ხელს ამშვენებს ერთი ხის წრეებითა და მეორწ რაღაც ქვებით მძივი. მე ვხედავ მის ღია რუხი ჯინსის შარვალს სს მარცხენა ფეხზე, მაგრამ ვერ ვხეფავ მის სახეს მის სარკესა და ჩემს გაწელში.

ვხედავ გზასა და მანქანებს, იმავე დერში მუქი შუშის გარეშე. მისი თმა კი ეფერება ჩემს ხელს. მას იკეთია ორი ბეჭედი მარცხენა ხელზე, ის ზის ბოლოს წინა ორადგლიანიდან ფანჯრის მხარეს და მან ხელით გადაივარცხნა თმა.

შემიძლია წარმოვიდგინო მისზე ყველაფერი მისი სახიდან წინდებამდე დამთავრებული, კისრიდან, მხრებიდან მაისურიდან საფენამდე, თვალებიდან ფეხის ფრჩხილებამდე, ოღონდაც მეხებოდეს მისი თმის ღერები…

გავიდა ხანი. ისევ მომეფერა მისი თმა ხელზე და დოფამინმა ამასხა თავში, რა აღარ წარმოვიდვინე მაგრამ როდესაც სახე მიწია შუშასთან და შევამჩნიე, ეს იყო ბავშვური სისაყვარლის დედოფალი, საოცრად ლამაზი გოგონა, რომელიც წამიერ შემიყვარდა და მომიწია იუსტიციასთან ჩასვლა, ისე რომ ვერც კი გავიგე მისი სახელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *