შაბათი მარშის დღეა! უწყვეტი #პროტესტი 395-ე დღე #აქცია #განათლება #თავისუფლება #სამართლიანობა

როგორც ყოველთვის ნაწილი შეიკრიფა თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც ასსევე შეგროვდა ბავშვებისა და მოხუცებისთვის საახალწლოდ საჩუქრები. გაიმართა აქცია, რომელიც მარშით შეუერთდა ფილარმონიასთან შეკრეფილ ხალხს და ერთად უშველებელი რაოდენობით გავემართეთ რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ. და ამ ხალხის გადაღება რომ მოდის უწყვეტი მდინარე, ძალიან ლამაზია, აი ესაა საქართველო, რომელიც შობაზეც და ახალ წელსაც იქ დგას და იდგება, სადაც საჭიროა! გავიმარჯვებთ და გვექნება პატიოსანი მოქალაქეებით სავსე განვითარებული, საინტერესო, თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, სადაც ყველა უსამართლო ქუჩიდან აკიდებული ვინმე, ფორმიანი, თუ ჰალსტუხიანი, ყველა სასტიკად აგებს პასუხს უსამართლოდ ხმის ამაღლებაზე, უხეშობასა და ბინძურ ლექსიკაზე, არათუ დაშინებასა და დასტრესვაზე ძალადობასა და წამებაზე, პატიოსანი ხალხის. გავიმარჯვებთ და ნაცისტური აკრძალული მეთოდების ახალი კრეატიულობები დაემატება უსამართლო ნაბიჭვრებისთვის. ჩვენ კი მარად კითხვები, ძიება პასუხები კიდევ განიტოტვება უამრავ კითხვად და ასე მუდამ განათლება — მარად თვით შემეცნება, მუდამ ახალგაზრდა — მარად მეამბოხე! ეს ვარ საქართველო!

#პროტესტი #თავისუფლება #აქცია #რუსთაველი #განვითარება #სამართლიანობა

შაბათი მარშის დღეა! უწყვეტი #პროტესტი 395-ე დღე #აქცია #განათლება #თავისუფლება #სამართლიანობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *