უწყვეტი საპროტესტო აქციის მორიგი ოთხი დღე (ასმეთექვსმეტე, ასმეჩვიდმეტე, ასმეთვრამეტე და ასმეცხრამეტე), სამწუხაროდ მცირედი ნაწილები, რადგან ხატვის გამო, ხშირად ვაგვიანებდი და ვერ ვიღებდი მაგარ კადრებს ბლომად ხალხითა და უამრავი საინტერესო მესიჯით.. ერთი ვიდეო ვერტიკალურად რომ არის გადაღებული ჩემი არაა, გადმოვიწერე და ჩავსვი, რომ მცირედი “ექშენი’ შემეტანა, რადგან ამ დღეების მანძილზე ერთხელ მივედი ნორმალურად რვა საათზე და თორმეტამდე გავჩერდი, დანარჩენი ხან ერთი საათით, ხან ნახევარი საათით, ხანაც ისეთ ადგილზე ვიმყოფებოდი ვერ გადავიღებდი სახე არ გამომეჩინა, ან რაიმე სხვა პრინციპით არ ვეცნე.. რთულია ამდენ უამრავ კამერასთან მჯდომ არაადამიანებს დაემალო, მაგრამ საჭირო, როგორც ჩანს.. პარლამენტთან, კერძოდ მუზეუმისა და ქაშუეთის ტაძრის კუთხეში გამართული პივიპის მსგავსი სახუმარო ბეთლი იწყება 2:29 -იდან 3:35-ამდე, სადაც მონაწილეობენ ემსი თაკო საზმაუ და ემსი ნარცისი. 🙂
გამოიწერეთ არხი თუ მოგწონთ ეს კონტენქტი, აქციები, ქუჩის მხატვრობა, გრაფიტი, თეატრი, კონცერტი, გამოფენები და სხვა..
მადლობა ნებისმიერ ადამიანს ვინც ყოველი დღე დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ისტორიის სწორ მხარეს, ყველა ჩემი და-ძმაა, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას ყველგან და ყველანაირი გამოვლინებით, იმიტომაც ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, განვითარება, თვით-შემეცნება, თავისუფლება და სამართლიანობა, ჩვენ გვძულს დიქტატურა და მას არ გავაჭაჭანებთ საქართველოში, ასევე ვართ მართლები ამ ომში, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!..