მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! შეგვეწიოს ამ დღის მადლი! მომიტევეთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია არ გადავიღე, მხოლოდ მოლოცვა და შობის შეხვედრა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლებს ქვემოთ, შემდეგ კი ნაწილი გადავინაცვლეთ ტაძარში, ზოგიც მის ეზოში ვიდექით. სამწუხაროდ, ტაძრის შიგნითა კადრები არ მაქვს, მაგრამ მსახურების ხმა გარეთაც ისმოდა, რომ ვიზსენებ წინა წელს რამდენად ბევრი ადამიანი შევხვდით შობას და დღეს რა ცოტა ვიყავით შედარებით, გული მწყდება, მაგრამ ყველაფერს ეშველება, როდესაც მოვიქოქებით, გავერთიანდებით და გავიმარჯვებთ! ამაში დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც, იმაში რომ მართლები ვართ, რადგან გვინდა მუდმივი თვით-შემეცნება, განვითარება, ქვეყნის დაცულობა და წინ სვლა, სამართლიანობა და თავისუფლება, რასაც აუცილებლად მოვიპოვებთ, რადგანაც ღმერთი სიმართლის მხარესაა და აუცილებლად შეგვეწევა ამ საქმეში და შემდეგ წელს შობას ზეიმით გადავკეტავთ რუსთაველს და ვერავინ ვერაფერს გვეტყვის! მაქამდე უნდა დავამხოთ დიქტატურა და ჩვენ ამას შევძლებთ ღვთის წყალობით, გილოცავთ!.. ☆♡
#შობა #თავისუფლება #პროტესტი #ქრისტე #მართლმადიდებლობა