ესაა მანქანა, მოძრავი ბიბლიოთეკა, რომელიც გაივლის საქართველოს ყველა კუთხესა და კუნჭულს, რომ ხმა გააგონოს ყველას, რომ დააინტერესოს ბევრი და შეითრიოს ამ საინტერესო სამყაროში, მოთხოვნილება იყოს, ინტერესი ჰქონდეთ, საკუთარ თავს დაუსვან კითხვები და ეძიონ პასუხებს ინტერნეტსა და წიგნებში.ასევე თითო გაცემულ პასუხს კიდევ უამრავი კითხვა უჩნდებოდეს, იტოტვებოდეს და თვით-შემეცნება, განვითარება ჩათესონ არა მხოლოდ ახალგაზრდებში, ნებისმიერი წლოვანების ადამიანში.

