თავისუფლება ვახო ფიცხეულაურს! / თავისუფლება სინდისის პატიმრებს!

თავისუფლება ვახო ფიცხეულაურს! / თავისუფლება სინდისის პატიმრებს! — ეს დავხატე მეგა ძალიან სწრაფად, შემდეგ ვიფიქრე ადგილი ხომ არ გამედიდებინა, რომ სიტყვა “თავისუფლება ერთ ხაზზე დამეწერა, დახრილად ზემოდან ქვემოთ, ან თავის-უფლება ასე მაინც რო გადმომეტანა, მაგრამ ადგილზე ფიქრის დრო აბსოლუტურად არ მქონდა, მობილურიც ვერ გამოვიდა კარგად, ისე, ცხოვრებაშიც პირველად მაქვს მიჯღაპნილი. ვახტანგი არის სამი შვილის მამა, ქვეყნის სიყვარულს გულით ატარებს და საკუთარი ოჯახისთვის უნდა ნათელი მომავალი, განვითარება, წინ სვლა, დაცული და ბედნიერი მომავალი, თავისუფლება და სამართლიანობა, იმიტომაც იდგა აქციაზე. ის ოჯახს არჩენს მობილურების შეკეთებით და მას არ ეკადრება ჩემგან ასე სახელდახელოდ ორწუთიანი ნაჯღაპბნი, ისე, მას რომ ჩემსავით გაეკეთებინა ჩემი მობილური არა თუ რაიმე გამიჭედავდა ან ნორმალურად ვერ ვიხმარდი, ალბათ საერთოდ ვერც კი ჩავრთვდი ვერასდროს. იმედია მოვასწრებ ხარისხიან, მაგარ ნახატის გაკეთებასაც! მან ციხეში შიმშილობა დაიწყო და დრეს ან მესამე ან მეოთხე დრეა უკვე.. ჯანმრთელობას, გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებ ვახოს და მთელს საქართველოს! / თავისუფლება ვახტანგ ფიცხეულაურსა და რეჟიმის ყველა ტყვეს! / ღმერთი სამართლიანობის მხარესაა, ანუ ჩვენკენ, მაშასადამე, გამარჯვება მართალ, საინტერესო, განათლებულ, მოაზროვნე, ერთმანეთისთვის თავდადებულ, კეთილ, გულახდილ, პატიოსან და თავისუფალ ხალხს, ანუ ჩვენ, რაც შეიძლება მალე!!!

#თავისუფლება #ქუჩისმხატვრობა #პროტესტი #მობილური #ვახოფიცხელაური

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *