girl and flower / გოგონა და ყვავილი
EYE / Free Lazare
ნახატი არის ახლოს მერიასთან, მის გვერდზე კორპუსზე, ერთი რუსთაველზეა შესასვლელი და მეორე ჭავჭავაძეზე, აი მეორეთი რომ შეხვალთ სუმგაითელი მეტალურგების გადასახვევზე, ჯერ კიდევ კოსტავას ეკუთვნის ეს კორპუსი, მისი უკანა მხარე.. ოოო, ძალიან ვრცლად ავღწერე, რადგან ჩემთვის ქუჩები და ნომრები არ არსებობს, უბრალოდ ხშირად რომ დავდივარ, მამახსოვრდება, მინდა-არ-მინდა… ნომრები მაინც ვერა.. მოკლედ დამადგა საპატრულო პოლიცია და ოცი-ოცდახუთი წუთი მესაუბრა.. ერთი შეკითხვა იყო, შენ ხარ ტაბუო, მე არც კი არც არა ვუპასუხე, ვიცნობ-თქო, ანუ ხომ ვიცნობ საკუთარ თავს, ესეიგი უკვე ტყუილი არაა.. თავიდან დაიწყო, გაფორმებული კედელიაო, გადმოიხედეს მანქანიდან და რომ მეთქვა კი, არც კი გადმოვიდოდნენ, არათუ შემოწმება, მერია და ა.შ.. რატომღაც ვუთხარი არა-თქო, მაგრამ ამ ნაჯღაპბნებს ხომ ბევრად ჯობია ეს სილამაზე იყოს აქ-თქო, მითუმეტეს გამოფენას ვაპირებ და საქმის გაფუჭება არაფრად მარგებს-თქო, სად გაქვს კიდევ ნახატებიო, მეთქი ტილოზე და შინაგანად ვიკავებ სიცილს, სახე ჩვეულებრივ სერიოზულია, ასევე ერთი-ორგან-თქო და ნიკოს გაერთიანების დიდ ორ მიურალზე მკითხეს და მეთქი ეს შეკვეთითაა, ერთი ქართველის დავით სამხარაძისაა ყვავილები და ქალი, მის გვერდით საქანელაზე გოგონა, გავიგუდეთის თემით, არ მახსოვს ვისია, ასევე მუსიკალურზე რომ იყო თუთიყუში კაკადუ დანტეს ნახატი, ისაც რომ გადაბრიზგეს, ერთი ნორმალური და მისაღები სიტყვა არ მადგება ენაზე მათ მიმართ, ვინც გასცა ბრძანება და ვინც შეასრულა-თქო, კი ეს მეც მომწონდაო, ეს შეკვეთით იყოო, კი-თქო, ასე და ამხელას უკანონოდ უბრალოდ ვერ დახატავ-თქო, მაგარი კაცია, ადამიანი, დამეხმარა დანტეც საღებავით-თქო და კიდევ ადრე ტექნიკური უნივერსიტეტი სადაც იყო რუსთაველზე, იქ უცხოელია სებასტიან ვანდლი, მანდ ფოტოს გადასაღები ასაძრომი იყო და ამოაშენეს ერთ სიმაღლეზე რადგან ვიღაცამ დაავალა და აბა თუ არ შევასრულე, სახლში პური რითი მივუტანო და აი ასე მონურად დაუფარეს ფონი და მხატვრის ხელმოწერა ორ ენაზე.. მერე ვიღაცა მივიდა და მიაწერა იმ მხატვრის ვინაობა. (მე ვიყავი ვინც გადაღება რამდენიმე ფილა შავად, გავაჩერე ორი ბიჭი და დამიდექით-თქო რა რამდენიმე წამი, გადავღებე და დამიძახეს მოსახვევთან ახლოსააო, გამოვედი ჩავდე შავი ბალონი, ავიღე თეთრი და როდესაც მერიის მიმართულებით გავიდა პოლიციის მანქანა და აღარ მობრუნდებოდა, მივედი და სწრაფად მივაწერე თეთრად sebastian wandl). ასევე სულ სტრესში ვიყავი რომ ეჭვი არ შეჰპარვოდათ ჩემს ტაბუობაში, გამოფენას რუსთავში რატომ არ აკეთებო, მეთქი, სიამოვნებით, მაგრამ არ გვაქვს არც გალერეა და არც მუზეუმი, ის ისტორიული მუზეუმი და არა სამხატვრო და არის მეგობარი მხატვრისგან ვარიანტი (ვგულისხმობ joseph-fox) რომ ბათუმში გავაკეთო უფასოდ-თქო.. და კიდევ რაღაცები იყო ისეთი რასაც მაქსიმალურად მშვიდად ვცდილობდი გამეცა პასუხი და არანაირი პროტესტი მეხსენებინა, ან სიტყვით დაპირისპირება, მახსოვს, რომ სტრესი მქონდა, მაგრამ ამაზე მძიმე შეკითხვები უბრალოდ აღარ მახსოვს, წუთში ალბათ ერთ, ზოგჯერ ორ კითხვასაც ვპასუხობდი და ბევრი რამ ამოვარდა თავიდან, ნერვიულობისა და სტრესის გამო, მათი წასლიდან დაახლოებით საათნახევარი ან ორი საათი ან მეტიც სტრესულად ვიყავი.. ესაა ის კითხვები რაც არტის კუთხით იყო და ასე თუ ისე მახსოვდა..
facebook – facebook.com/tabu92ism
instagram – instagram.com/tabu92art
tiktok – tiktok.com/@tabu92art
#streetart #ქუჩისმხატვრობა #გოგონა #ყვავილი #girl #flower #lineart #ტაბუ92 #tabu92art #tabu92