“ოჯახის დღეზე თუ რაც ჰქვია, სულ ეს სიტყვები მახსენდება, რომელიც წლების წინ დავწერე და დღესაც იგივე დატვირთა აქვს ჩემთვის და ალბათ, ასი ათასობით ადამიანისთვის ამ ხელისუფლების პირობებში:
“ოჯახი რომ პატიოსანი შრომით არჩინო ამ ქვეყანაში, ჰერაკლეს თორმეტ გმირობაზე საძნელო საქმეა.
იქ თორმეტი იყო, დაიწყო და დასრულდა.
აქ კი ყოველდღიურად გიწევს დაუმთავრებელი ბრძოლა, გათენებიდან დაღამებამდე, ისევ და ისევ, ერთ თავს მოჭრი და ორი იზრდება.” — ნიკა ჩერქეზიშვილის პოსტი
“მეტროში იმდენი ადამიანია და ერთადერთი კითხვა მიჩნდება:
რას ნიშნავს ამათთვის ოჯახის სიწმინდე?
ოჯახში, რომ ძალადობენ გინდ ფიზიკურად გინდ მორალურად, ეგაა?
თუ ადამიანის ჩაგვრა და ცემა ტყეპა?
ერთი დღით ‘სიწმინდის’ აღნიშვნა როა ამ საზოგადოებისთვის საჭირო აი მანდ ეტირა ქვეყანას დედა…
ძალიან მაინტერესებს ქრისტიანობას და რაღაც სიწმინდეებს ამოფარებული ორკების ამოწყვეტა როდის იქნება…
მადლობა, ნახვამდის…
“— ქეთუნას პოსტი
ონოსთან ვიყავი შესული.
რამდენიმე რამ დააფიქსირა:
1) ოქრუაშვილი ყვერებიანი კაცია და პოლიტპატიმრები ამ აზრზე არიან. სხვებმაც უნდა მიბაძონო
2) ქოცებს, ნაცების დროს ნაწამები პატიმრები აგინებენ უკვეო
3) შალიკო რამიშვილს, რომელიც გლდანში იჯდა, ყველა ქათამს ეძახისო :)))
4) იმ ხალხს ელაპარაკეთ, ვინც უიმედობამ მოიცვაო
5) დეზინფორმაციებს ვინც მივრცელებს, ყველას ოჯახს შევეციო
6) სულ რო 6 წელი მომცენ, აქედან გაცილებით უკეთესი ადამიანი გამოვალო
პ.ს. სხვა პატიმრების მნახველი ბავშვები ესალმებოდნენ შუშის მიღმა და უცინოდნენ. მათი მშობლებიც ასევე, და ხალხს ონოს ვერ შეაძულებთ ვერანაირად
— სანდრო ცხადაძის პოსტი
ხშირად მეკითხებიან, სად მყავს მშობლები, ან ოჯახის წევრები, ან რამ გამოიწვია სმენის დაქვეითება, და ა.შ
ყველაფერს ვერ, მაგრამ რაღაც-რაღაცეებს მოგიყვებით, ცოტა არეულად მაგრამ გაიგებთ გასაგებს![]()
ჯერ იყო სმენა დავკარგე, ისედაც უამრავი ტრავმებით მცხოვრებს, სმენის დაკარგვაც დამემატა.
მერე იყო მამა დავკარგე, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ვისაც მართლა ვუყვარდი და მთვლიდა ადამიანად. ეს ყველაფერი კი მოხდა 2020 წლის შემდგომ.
2020 წლამდე კი ერთი დიდი ჯოჯოხეთი იყო ჩემი ცხოვრება.
მე რო დავიბადე უკვე ზუგდიდის
ერთ-ერთი სოფლის ძველ კანტორაში ვცხოვრობდით, (ამას თუ ცხოვრება ერქვა) კანტორაში იმიტომ რო საკუთარი ბინა წაგვართვეს.
1 ოთახში ვცხოვრობდით 6 ბავშვი, და მშობლები (ერთ ოთახში იმიტომ ვცხოვრობდით, დიდი ძველი სახლის კანტორიდან ერთი ოთახი დაგვითმეს) ამიტომ ვცხოვრობდით ოთახში, სადაც ხან მეტრიანი გველი შემოსრიალდებოდა, ხან ხვლიკი, ხან ვირთხები და ა.შ.
გავიდა ცოტა დრო, გადმოგვაბარეს მთლიანი კანტორა, (ასე ვთქვათ სახლი)
იმდენად ავარიული იყო, ნებისმიერ დროს დაგვეცემოდა თავზე ჭერი, ან ჩაგვენგრეოდა იატაკი)
მე უკვე 9-10 წლის ასაკში დავყვებოდი უფროს ქალებს თხილის მოსაგროვებლად, რადგან ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა ჩემების ყოფა.
2012 წელს მოგვცეს ორი ბინა, (როგორც დევნილებს) სადაც ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქდა ცხოვრება, რადგან გაგვაჩნდა უკვე საკუთარი ჭერი))
არ ვიცი, რატომ მაგრამ ყოველთვის დაცინვის საგანი ვიყავი, როგორც ნათესავებისგან-ასევე კლასელებისგან.
მეგობარიც არ მყავდა ვისაც გავესაუბრებოდი, გულს გადავუშლიდი, ან რაღაცა.. საკუთარი ოჯახიც კი არ იყო დიდად კარგარ განწყობილი ჩემს მიმართ, ხმის ამოღებაც კი არ შემეძლო :))
სულ ვუმეორებდი ჩემს თავს, არ დანებდე, არ დაეცე, მე ხომ ძლიერი ვარ? ხოდა გაუძელი ჩემო-თავო თქო!
ცოტა გვიან, მაგრამ მე ეს შევძელი, დავანახე ყველას, რომ მე ის პატარა მშიშარა მარიამი აღარ ვარ, რომელიც სხვის ჭკუაზე დადიოდა.
19 წლის რო გავხდი, დავიწყე უკვე პროტესტი, (ქოცების წინააღმდეგ რათქმაუნდა) და იმის შემდეგ ვაპროტესტებ, და სულ იქნება ჩემი, რიგითი ერთი ადამიანის ხმა, მანამ სანამ არ გავყრით.
ისე, ამ პროტესტის, და ჩემი ქოცების სიძულვილის გამო, ჩემმა “ძვირფასმა” ნათესავებმა, არც აცხელეს, არც აციეს გამომიგორეს ჭორი, რომ მე თითქოს ქოცების კოორდინატორი ვიყავი, რადგან დამენებებინა თავი, და გავეჩუმებინე. (გოგო, რომელსაც მაგ პერიოდში გარეთ გასვლაც კი მეკრძალებოდა)))
და ახლა ბოლოს, მე რო სმენაზე პრობლემები შემექმნა და ხელი მქონდა ყველაფერზე ჩაქნეული, ზუსტად მაშინ გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც შეუძლებელი შემაძლებინეთ![]()
სულ ესაა ჩემი 23 წლიანი ცხოვრება.
გთხოვთ, არასდროს არაფერზე არ ჩაიქნიოთ ხელი!
“ყველა ღრუბლის უკან მზე იმალება, საუკეთესო წინ არის”! ![]()
P.S სადაც ჩემს სმენას ეშველა, იქ ქოცებსაც გავყრით და დედასაც მოვუტ^ნავთ! — მარიამის პოსტი.