უწყვეტი საპროტესტო აქციის მესამასე დღე / ისაკო დევიძის უკანონო დაკავება

მოგესალმებით. ამ დღეს ვერ გადავიღე დიდი მასალა სხვადასხვა მიზეზის გამო, თან ასევე მომიწია წამოსვლა ადრეც.. ყველაფერი მშვიდობიანად მიმდინარეობდა. იყო მსვლელობა 300 არაგველის მემორიალიდან რუსთაველამდე, მე ოდნავ გვიან მომიწია შეერთება მარშისთვის. ვიყავით უამრავი ხალხი, როგორც ჩანს ვიდეოში. მივედით და შევუერთდით გადაკეტილ რუსთაველს. სრულად კიდევ უფრო გავბევრდით და მოგვეცა საშუალება ხარისხიანად დაგვეფიქსირებინა რაიმე მაღლობიდან ჩვენი სიმრავლე ფოტო-ვიდეოს სახით. პარლამენტის წინ იდგა ეკრანი სადაც დოკუმენტური ვიდეო იყო ჩართული ცნობადი, საინტერესო ხალხით. სამწხუხაროდ არც ამ ვიდეოს დაველოდე სრულად. მომიწია ათ საათამდე ადრე გასვლა რუსთაველიდან. საერთოდ არ მიყვარს ხალხის დატოვება, რადგან ჩვენ ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვართ ერთმანეთის და-ძმანი, წლოვანება მეასიათასე ხარისხოვანია.

ბოლოს გზის გახსნისას ხელში შერჩათ პატიოსანი კაცი ისაკო დევიძე. ვერტიკალური ვიდეო, როგორც ვიცი, გელა ხასაიას მიერაა გადაღებული. არ ვიცი მათ შორის საუბარი როგორ წავიდა, მაგრამ ვერ ვიტან იმას რომ ფორმიანები ცდილობენ რომ აგიყოლიონ, გაგამწარონ და ბინძური ლექსიკა წარმოგათქმევინონ ან იძულებული გაგხადონ რამოდენიმე წამი მაინც დარჩე გზაზე, როდესაც თუნდაც რამეს პასუხობ ინტელექტუალურად. არაფრის გულისთვის ვნახე უკვე გადმოსული 80-მდე წლის ზურა მენთეშაშვილი (გვარზე თუ არ ვცდები) სადღაც ორი კვორის წინ როგორ დაიჭირეს, როდესაც გზის მეორე მხრიდან გადმოვიდა ვლადიმერი დასახმარებლად და ისაც მიაყოლიეს. არავინ 15-20 ფორმიანიდან ვინც დამკავებლების ფარი იყო არ თქვა, რომ გზას გადმოსული იყო ზურა და რატომ აკავებთ ამ მედროშესო?! არც ერთმა ფორმიანმა, ყველამ ჩაისვარა, მერე კიდევ უნდა მჯეროდეს რომ ყველა არაა ასეთი უსამართლო ნაბიჭვარი. კაი, გამოიპაროს ერთი მაინც აქციებზე და უკანონობაზე ამოიღოს ხმა! ეს არაა სისტემა. ეს არის სასტიკი რეჟიმი, რომელიც დაემხობა და ყველა მათი ორალურად დაკმაყოფილებული არაადამიანი აგებს პასუხს, არა მხოლოდ კანონის წინაშე! იაპონური რაზმი 731-ისა და გერმანული ნაცისტების “მოპყრობა” ექსპერიმენტებად მონათლული იქნება მონაგონი, ისეთ მეთოდებს მოვიგონებთ. ჩვენს ფანტაზიას კი მართლა არ ექნება საზღვარი.

ჩვენ გვინდა სამართლიანობა, ქვეყნის დაცულობა, მუდივი განვითარება და თავისუფლება. ჩვენ ვერ ავიტანთ DICKტატირას! ჩვენ ვართ მართლები ამ ომში ანუ ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!.. ☆♡

#პროტესტი #აქცია #თავისუფლება #განვითარება #სამართლიანობა #protest #rally #march #freedom #europeanunion #education #justice #nonstoprally

უწყვეტი საპროტესტო აქციის მესამასე დღე / ისაკო დევიძის უკანონო დაკავება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *