უსამართლობის პიკი / რამოდენიმე საინტერესო ადამიანის პოსტები

ფოტოგრაფი მინდია — მარტო ქვეყნიდან გაძევება კი არა, იმაზეც იდარდეთ, სინდისის პატიმრების განაჩენები ისე გამოცხადდება, რომ ვერ გაიგებთ.
ეს არაა სიურეალიზმი.
ასეთი შემთხვევა უკვე არის.
და წინააღმდეგობაში ყოფნა კი არა, მედიის გვერდით დგომაც არ უნდათ ადამიანებს. ზუსტად ეგაა ავტოკრატიის გამყარების საფუძველიც.
დეკემბერში დანიშნულმა მოსამართლემ გუშინ ახსნა-განმარტების გარეშე, სათამაშოებივით გამოგვსხა გარეთ ჟურნალისტები, მათ შორის ის ჟურნალისტებიც, ლამის სასამართლოს შენობის საძირკვლის ჩასხმაც რომ გაუშუქებიათ.

იუმორისტი და აქტივისტი ონისე — რამდენი წყვილი “მარტენსი” მოიცვალა,
რამდენი ანტი-ესტაბლიშმენტ სიმღერა მოისმინა ბობ დილანის ვინილებზე,
რამდენი პოსტ-კოლონიალისტური ტექსტი წაიკითხა,
რამდენი პალესტინური წარმოების დოკუმენტური გაარჩია “ამირანის” ჭერქვეშ,
რამდენი ბერტოლდ ბრეხტის სტროფი შემოეზეპირა,
რამდენი სქესის თეორია გაისიგრძეგანა პირის ნაცვალსახელების გასაგებად,
რამდენი იცეკვა ქვიარებისთვის,
რამდენი იცეკვა თანამებრძოლებისთვის,
რამდენი იცეკვა ცეკვის უფლებისთვის,
რამდენი კონსუმერისტული იმპულსი ჩაიკლა მარქსით მოწამლულ წლებში,
რამდენი “20 percent of my country is occupied by Russia” სტიკერი მიაწება,
რამდენი ეკო-კატასტროფის ‘ფრეიმი’ ეყენა ფეისბუქ ფოტოს წრეზე,
რამდენი, რამდენი მუშტი მომართა,
რამდენი წელი იმზირა მოწინააღმდეგ,
და მაინც,
ყველაზე წინასწარნამეტყველები ბრძოლა რომ დაუდგა,
სიგარეტს გაუკიდა, ჩაფიქრდა და ასე დაალაგა:
“აუ, რავი, ქაინდა ვეღარ ვხედავ დიდად ბრძოლის აზრს. მირჩევნია ჩემ თავს და ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მივხედო. იმდღეს ვფიქრობდი რო რუსეთში ხო ცხოვრობს ხალხი და აქაც ვიცხოვრებთ რამენაირად, რა, თუ ვერა და დავახვევთ ბოლობოლო. მთავარია ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ. რუსთაველის ატანაც აღარ მაქვს მარა ნუ ვინც კიდე მანდ დგახართ იმენა საღოლ თქვენ გაძლებას, პროსტა მე უკვე პას. ორი წელი ვიბრძოლე და ბოდიში მარა ეხლა მთელ ცხოვრებას ვერ შევწირავ ამათ. თან ძლივს ცოტა დავლაგდი ოფისშიც, პირადშიც, ჩემი სტარტაპიც ნელნელა წინ მიდის. რას შევწირო? კაი რა. და იმითიც დავიღალე რო ამის გამო თავს დამნაშავედ უნდა ვგრძნობდე. რავი, მგონია რო თვითზრუნვა არ ტეხავს. პირიქით. ადამიანმა ხანდახან ცოტა ზუმაუთი უნდა გაუკეთო ყველაფერს და ისე დაინახო შენი თავი❤️🙏”
ვეღარ გამოზომა,
ბევრი გამოზუმა,
ჯერ დაპატარავდა
და ბოლოს გაქრა.

აქტივისტი მაგდა სახე რომ ჩამოგვტირის ყველას აქციებზე დაკლებული რაოდენობის გამო, მიპასუხეთ, თქვენი მეგობრები, ვინც დეკემბერში გამოდიოდნენ, გამოვლენ ისევ თუ არა, ხალხმრავალი აქციები და წინააღმდეგობა რომ დაიწყოს? განწყობები შეეცვალათ?! გაქოცდნენ?

უმეტესობის პასუხია რომ გამოვა კიდევ არა-ერთხელ, ზოგი ექშენს ელოდება, ზოგი საკუთარ ცხოვრებას იქმნის და გამონახავს დროს, ზოგიც ისე და ზოგიც ასე და ჩემი კონკრეტული აზრია ეს, კომენტარის სახით დატოვებული მაგდას პოსტზე — ჩემი და-ძმანი თქვენ ხართ, ჯაბუა, ახობაძე, კაციაც ასევე, გამოვყავი, რადგან აქციებიდან გავიცანით ერთმანეთი და ისე, თითქოს ყველას ვიცნობ, ყველა ძმები არიან, ორი ჩემი ქალაქიდანაც არიან გიორგი და რეზო. რევაზთან ერთად უნდა გავსულიყავით ერთი დღე აქციაზე, მივწერეთ მუშაობდა მგონი და მეორე თუ მესამე დღეს თუ.. მოხდა ეს, დაიჭირეს. სხვა ერთი-ორი, არ უნდა ქოცები მაგრამ ისე ერთი-ორჯერ თუ გამოვიდნენ და ცდილობენ არტით გამოხატონ პროტესტი. არ ვიცი, აზრზე არ ვარ ჩემი თავის იმედი მაქვს რომ მე სანამ არ დავეცემი ვიდგები ყოველთვის სიმართლის მხარეს და სხვებზე არ ვიცი, სამწუხაროდ.. მინდა.

აქტივისტი გელა — პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ ყველა პლატფორმაზე
გამოიწერეთ ინსტაგრამ გვერდი, რომელიც შეიქმნა სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად და ინფორმაციის უფრო ედექტურად გასავრცელებლად 💚 VOICE OF CONSCIENCE — სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის

ჩემი პასუხი კომენტარის სახით — ქოცებმა გამიუქმეს ორივე ინსტაგრამი და მიაყოლეს დაჩუმებული სახელ-გვარზე აგებული ფბ პროფილიც, ისე რომ აღარანირად აღდგა. ვებ-გვერდზე რამე პოსტს დავდებ და იქ მივუთითებ ამ ბმულს. ნუ ცემა, ჯარიმა, ყადაღა, არაფერი დაჭერის გარდა არ ამცდა რა.. არაუშავს, გავიმარჯვებთ ეს პატიოსანი ხალხიც გათავისუფლდება და გაუცვლის ადგილს უსამართლო ნაბიჭვრებს. ჩვენ გვინდა ქვეყნის წინ სვლა, მუდმივად განვითარებისკენ წვდომა, სამართლიანობა და თავისუფლება და ამ ბრძოლაში ვართ მართლები, ესეიგი ღმერთია ჩვენს მხარეს, მაშასადამე გავიმარჯვებთ სახელოვნად!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *