როცა გუშინდელ დღეზე დარდი წაგიღებთ, ეს ფოტო გახსენით! ბევრნი ვართ და ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე! არავითარი ნიჰილიზმი, არავითარი იმედგაცრუება! დიდი ომის ნაწილი ვართ და ჩვენი ფრონტი უნდა გვეჭიროს იქამდე, სანამ გამარჯვების წერტილში არ მივალთ. მანამდე შეცდომებიც იქნება და გულისმტეხველი მომენტებიც! ქართველები არ ვნებდებით!
დღეს გულწრფელად მქონდა გამარჯვების იმედი,მაგრამ,სამწუხაროდ,ასე არ მოხდა.დღე ცრემლებით და იმედგაცრიებით დასრულდა.არაუშავს,ზოგჯერ ესეც საჭიროა ხოლმე იმისთვის,რომ გონს მოვეგოთ და პროტესტის სახე შევცვალოთ.შეუძლებელია ნიჰილიზმმა არ შეგიპყროს,მაშინ როცა ამ ყველაფერს უყურებ და თან უკვე თითქმის ერთი წელია.როცა უწყვეტად და დაუღალავად გადიხარ ამხელა გზას და პროტესტს ბოლო არ უჩანს. დღეს ბევრიც ვიტირეთ და ნიჰილიზმაც შეგვიპყრო,თუმცა რაც ზუსტად ვიცი არის ის,რომ სახლში ვერ დავრჩები.ზუსტად ვიცი რომ ხვალ მაინც გამოვალ.
311 დღე იმისთვის არ ვყოფილვართ ერთად,რომ ბოლოს ხელი ჩავიქნიოთ!
ჩვენი თანამებრძოლები სრულიად უსამართლოდ ციხეში იმიტომ არ სხედან,რომ ჩვენ დავნებდეთ!!
ჩვენი მეგობრები იმისთვის არ უცემიათ და დაუსისხლიანებინათ რომ ასე შერჩენოდა რეჟიმს ძალადობა!!
ერთხელ ვთქვი,ბოლომდე ვიბრძოლებ მეთქი,ხოდა ამაში მაინცდამაინც 4 ოქტომბერი არ მიგულისხმია!
მთავარია მეტი ორგანიზებულობა,სწორი მიმართულება და ზუსტი მიზანი და აუცილებლად შევძლებთ გამარჯვებას!!![]()
მღვრიეა გუშინდელს მერე და ნებისმიერი დასკვნა, ყველაზე ზუსტი,რომ იყოს, სანამ არ დაიწმინდება, რჩება ვარაუდად.
დაწმენდას დრო დასჭირდება და სანამ დაიწმინდება, მანამ პროტესტში მყოფებმა მეტი მიზეზი ვეძებოთ ერთმანეთთან დასაახლოვებლად, ვიდრე დასაყოფად.
შესასრულებლად რთულია, მაგრამ შესრულებადი.
ტრადიციულად, დღეს რუსთაველზე შევხვდებით.
თავისიფლება რეჟიმის ტყვეებს
ბევრი ვიფიქრე გუშინდელ დღეზე, ბევრი შეუთავსებლობა, იმედგაცრუება იყო, მაგრამ მოცემულობა “რუსული გავლენის მთავრობა” ჩემთვის არ იცვლება ამიტომ ბრძოლას ვაგრძელებ იქამდე სანამ
ცვლილებები არ დადგება!
დღეს ჩემს შვილთან ვარ ხვალ კი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ტრადიციულად!
ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველაფრის დაორგანიზება გვიჭირს.
ორგანიზება ყოველთვის ჩვენი სუსტი მხარე იყო.
არადა, აქციების ამდენწლიანი გამოცდილება გვაქვს. ფაქტობრივად ბოლო 3 წელია რუსთაველზე ვდგავართ და რაღაცეებს მაინც ჯიუტად ვერ ვსწავლობთ.
მესმის, რომ 50 და 100 ათას ადამიანი ვერ იქნება შესაბამისად მომზადებული, მაგრამ აქციის წარმატებისთვის დემონსტრანტთა 10%-ს მაინც უნდა ჰქონდეს ადეკვატური თავდაცვის საშუალებები, დანარჩენი 90 თუ არა 30-40% კი იმ დონეზე მაინც უნდა იყოს აღჭურვილი, რომ იდეალურ შემთხვევაში ამ მებრძოლი 10%-ის ადეკვატური მხარდაჭერა შეძლოს (თუნდაც ფიზიოლოგიურით, სამედიცინო საშუალებებით, საკვებით, სასმლით და ა.შ.)
1. რატომღაც იმდენად არ ვაფასებთ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით 100%-ით გარანტირებული იქნება გაზითა და წიწაკის სპრეით დარბევა, მაინც არასდროს არავის გვაქვს ხარისხიანი აირწინაღი, სათვალე, სამედიცინო საშუალებები და ა.შ;
2. ცალკე პრობლემაა ის, რომ პოლიციას მაქსიმალურად ვუმარტივებთ ჩვენ იდენტიფიცირებას. ზოგი ადამიანი მხოლოდ პირბადის ამარაა, ზოგს ეგეც არ უკეთია. ასეთ აქციაზე რომ გადიხარ, მაქსიმალურად უნდა გქონდეს სახე დაფარული. ცხადია, სრულად არაფრით ხარ დაზღვეული, მაგრამ ელემენტარული სახის ბაფის, ან საკარნავალო ნიღბის (10 ლარად იყიდი თითოეულს) ქონა შენს იდენტიფიცირებას მნიშვნელოვნად გაართულებს;
3. ფუნდამენტური პრობლემაა ის, რომ არ ვართ მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის. ხალხის დიდი ნაწილი გამოდის იქამდე, სანამ მეტრო დაიკეტება. წინა შემოდგომა-ზამთარშიც ვნახეთ, რომ მხოლოდ საღამოს და ღამის აქციებს არ მოაქვს დიდი შედეგი, თუ მეორე დილას ქვეყანა ისევ ჩვეულებრივი რუტინით აგრძელებს ცხოვრებას. მოხვიდე 8 საათზე, წახვიდე 12-ზე, ეს შედეგს არ დებს. წინა ზამთრის აქციებისასაც ვამბობდი, რომ აქციები უნდა იყოს მუდმივი და როტაციული. თუ მაგალითად მე მყავს სამეგობროში 20 ადამიანი, 5-მა ადამიანმა უნდა გაინაწილოს 4 ცვლა (6 საათიანი) ან განაწილება დღეების მიხედვით უნდა მოხდეს პრინციპით ” შენ მიდიოდე სახლში, შენი მეგობარი ან ნაცნობი გცვლიდეს”. ასე ხდებოდა უკრაინაში და მაგიტომ დასრულდა იქ ყველაფერი ისე, როგორც დასრულდა;
4. ელემენტარული კომუნიკაცია არ შეგვიძლია აქციაზე გამოსულ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფს. გუშინ, მაგალითად ორბელიანზე იბრძოდა 200 ადამიანი სამკვდრო-სასიცოცხლოდ და კარგა ხნის განმავლობაში რუსთაველზე შეკრებილ 100-ჯერ მეტ ადამიანს ამაზე ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა. როცა ეს ინფორმაცია რუსთაველამდე მოვიდა, მერე 3 საათი მიდიოდა განხილვა, იქ მყოფი ადამიანები ორბელიანზე მყოფ ადამიანებს უნდა შეერთებოდნენ (ერთადერთი სწორი საქციელი), თუ ორბელიანზე მყოფები უნდა ამოსულიყვნენ პარლამენტთან. სტრატეგიაზე “გენიოსური ფიქრის” პროცესში ორბელიანზე მებრძოლი ხალხის რაოდენობა სულ უფრო ცოტავდებოდა და ბოლოს ისე მოხდა, რომ დარჩა 50 კაცი. კომუნიკაციაში პრობლემა თუ გაქვს და ელემენტარულად ხმას ვერ აწვდენ შენ თანამებრძოლებს, გამარჯვების კი არა, გადარჩენის შანსიც აღარ გაქვს;
5. იდეალურ შემთხვევაში უნდა ჩამოყალიბდეს მებრძოლი ადამიანების ჯგუფები, რომლებიც დაინაწილებენ კონკრეტულ ამოცანებს (როგორც თავდაცვის ასეულები იყო უკრაინაში 2013-2014-ის ზამთარში. იქ მოქმედი თუ გადამდგარი სამხედროები ასწავლიდნენ მოქალაქეებს ბერკუტის წინააღმდეგ თავდაცვას. მაგიტომ ჰქონდათ მათ ეფექტური თავდაცვის საშუალებებიც და პოლიციასთან შეტაკების სწორი ტაქტიკაც). თითოეული ეს ჯგუფი რაღაც კონკრეტულ ამოცანაზე იქნება პასუხისმგებელი. საქმის დანაწილების პრინციპი მენეჯმენტსაც უფრო მოქნილს გახდის და კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტულ მისიას მიანიჭებს.
ამ პრობლემების აღმოფხვრის შემთხვევაში რუსთაველზე მყოფი დემონსტრაცია აღარ იქნება, უთავო, გაუბედავი, დაბნეული ადამიანების შეკრება, არამედ იქნება ერთიანი ორგანიზმი, ერთი მისიით, ერთი მუხტით, შრომის დანაწილება და კომუნიკაციის გამოსწორება კი აქციის მენეჯმენტს გაცილებით უსაფრთხოსა და გამართულს გახდის.
დამიჯერეთ, ერთი მიზნით გაერთიანებული და თან კარგად დამენეჯმენტებული აქცია გაცილებით საშიში იქნება ოცნებისთვის, ვიდრე ეს ცირკი, რასაც გუშინ ვუყურეთ.
ამ მასალის ფოტოა მარიამ ნიკურაძის.