გუშინ არ მქონდა ბევრი სპრეი საღებავი და ასევე ფასადურიც . გადავწყვიტე გამეხარებინა ნანი წულაია. რადგანაც ბევრი სფრეი არ მქონდა და მომიწია დიდი ნაწილის ფუნჯით ხატვა, იმიტომაც მთელი დღე ვხატავდი ღამის ორ საათამდე. ბოლოს კი გამოვიდა ის რაც ნანის ძლიერ მოეწონა.
თავიდან დავიწყე ჩემი ხელწერით გიოს თავისუფლება, შემდეგ მან მითხრა რომ გიოს უყვარს თევზები და ცხოვრებაში პირველად დავხატე ესაც. შემდეგ დიდ და მცირეფოთლოვან ფერად მცენარეებს ზემოდან გადავახატე შავად ყვავილი.
წარწერები:
free to prisoners of conscience / fly
free as a fish in water!..
ocean on my mind.
თავისუფლება გიორგი მინდაძეს!