უსამართლობა უნდა დასრულდეს! აზრის გამოხატვის უფლება უნდა გვქონდეს ყველას, ყველგან და ყოველთვის!
როდესაც ვხატავ რაიმე განვითარების კუთხის ასამაღლებელ ნახატს, რაიმე წარწერით, რომ მთლიანად იყოს ერთი ჩამოყალიბებული მესიჯი, რაიმისადმი, მეშინია კეთების პროცესში რომ არ დამიჭირონ და როდესაც რაიმე საპროტესტოს ვხატავ, მეშინია საერთოდ ქუჩაში არ გამაჩერონ ან ბინაში კარი არ ჩამომინგრიონ. უბრალოდ, გული კი ხელით მიჭირავს, მაგრამ შინაგანი მე არ მაძლევს საშუალებარ რომ არ გავაკეთო, რადგან საკუთარ თავთან ვერ ვიქნები მართალი, სულ რომ ნებისმიერი გამვლელისთვის ვიყო სიმართლის შუქურა!
ასევე ძლიერ მეშინია აქციაზე რამე პლაკატის ჭერა, მაგრამ რადგანაც ვიცი რომ მხოლოდ მე შემიძლია კალიგრაფიულად ლამაზად და ყველასგან განსხვავებულად ავაგო ტექსტი მცირედ ნახატის სახით გავაფორმო და ა.შ.. სულაც რომ სხვებს ეჭიროთ მაინც მარტივად გავიშიფრები, ისე როგორც იციან ლემბი რომ მიშიკოა და გაგოშა რომ გიორგია. ამავდროულად არ ვჩერდები, არ ვხმარობ ბინძურ ლექსიკას მაგრამ რა მესიჯსაც ვტოვებ, ყველაფერი ხარისხიანად შესრულებული და ისეთი ნაღდია როგორც მზის სხივი.
ასევე ვერ ვიტან როდესაც სხვა მოქალაქეს, განსაკუთრებით რუსს ბევრად მეტი შესაძლებლობები, უფლებები აქვს ჩემს ქვეყანაში ვიდრე მე, აი, ისე ვართ, როგორც პირობითზე, სულაც რომ სხვამ გაგვიხუროს, მე კი ყოველთვის ვცდილობ ინტელექტუალურად სიტყვით მოვუგვარო მშვიდად და მოვსვა ნებისმიერი სასურველ ადგილზე, მაგრამ ყველა ჩემსავით ნერვების მაკონტროლებელი ვერაა და თუ შეხვალ მათთან ემოციურ პოლემიკაში პოლიციის თუნდაც საკუთარი თავის დასაცავაად გამოსაძახებლად, თვითონ იქმნი მეტ პრობლემას, რადგან დიდი შანსია, მათ რომ დაგარყან ხელი და მაინც ჩვენ დაგვიჭირონ, ისევე როგორც პარლამენტის წინ უნდა უამრავი ბინძური რამეც წერებულიყო იმ ფურცელზე, რომელიც ცარიელი იყო, რადგან ფეხს გვაჭერენ, უფსკრულისკენ მიგვაქანებენ და ჩვენ რომ ხმას ვიღებთ ჩვენვე გვიჭერენ.
ეს მცირედი ტექსტი იმედია შემორჩება ისტორიას დაა როდესაც გავაა 10–15 ან 50 წელი ვინმე წაიკითხავს თუ რა უსამართლობა ხდებოდა საქართველოში და ამ წერის მომენტშიც ხდება. ესააა როდესაც პირს გიკერავენ და ტროლ–ბოტებით ცდილობენ რომ თავისი ცრუ ვარიანტი დააჯერონ ხალხს, სხვადასხვა მოგონილი და გადაკეთებული ინფორმაციით, ეს ტელევიზიის, ინტენეტის თუ სხვა სახით იქნება. მოდი და დამაჯერე რომ ვცდები და არ ხარ ბნელეთისკენ ქვეყნის წამყვანი რუსეთუმე, ეს სიტყვა ხომ არ გიყვართ და “ვისაც ჩვენ რუსეთუმეები ვგონივართ ვანახებთ სეირსო” ამ შინაარსის მატარებელი ფრაზას რომ აამბობს ვიღაცა, უნდა სცხვენოდეს, რომ თავში გრამი ტვინი არ აქვს ეს ერთი, რომ კონკრეტულ ადამიანს ინტელექტუალურაად გაესაუბროს, მიიღოს სხვადასხვა ინფორმაცია და იდეები ვითარების გამოსასწორებლად, არამედ სიმართლე მუშტი–კრივით, ისაც თავისი თავით კი არა, სხვა მიგზავნილი ხალხით. აი, ასე იყიდება ქვე ყანა და მერე ყველაფერი კარგადაააო და გიხააროდეს მზის ამოსვლაო, დაიჭირონ ეს ნაბიჭვრები სრულად ყველა და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება დედამიწაზე, თუნდაც ცა ჩამოიქცეს და თავსხმა წვიმების ერთკვირიანი სეზონი დადგეს!
ამაზე სუფთად და გაფილტრულად არ შემიძლია კრეფა, როდესაც უმიზეზოდ საპატიმროშია ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც უამრავი მოფიქრებულ ნაგავს აწმენდენ და უმატებენ წლებს, მამამისს კი ნერვიულობისგან, ემოციის გამოხატვისას, თუნდაც ერთი ბინძური სიტყვისთვის 800 ლარს ახდევინებენ, (მე რომ პირადობა ვიპოვე მიხარია, მაგრამ ერთი წლის მანძილზე არ აღმიდგენია რადგან კი 65 ღირსო გავიგე, მაგრამ 30 ლარიდან მათ ჯიბეში 30 თეთრიც კი მენანება, ასევე რუსულ არაფერს ვყიდულობ რომ 5 კაპიკიც არ გადაერიცხოს რუსეთს უკრაინის დასაბომბად, მირჩევნია მშიერი ვიყო და საღებავი მქონდეს. ასევე მიჯობს 50 თეთრით ან 2 ლარით მეტი გადავიხადო, მაგრამ რუსული საქონელზე უარი ვთქვა!) აუ, ვერ გავჩერდები, უამრავი რამის დაწერა მსურს, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით რა ნეხვშიც ვცხოვრობთ, შეგიძლიათ ჩემი სხვა ქუჩის ნახატები ნახოთ, სადაც არის სხვადასხვა მესიჯები დატოვებული. მე მინდა წინსვლა, განვითარება, სახელის მოხვეჭა და პატივისცემა, რასაც მივაღწევ ევროპაში, იმიტომაც მინდა რომ ჩემი ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ღრუსეთიც მოგვშორდება და არ დაგვემუქრება. სიტყვას ვერ გააბედავს, მაგრამ ვინ აცდის, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოდნავ ცოტათი გამოკეთებულს უცხოელი მეგობარი ქვეყნებისგან რომ არ ყოფილიყო სრულად შერცხვენილი იმიტომ რომ გამოიყვანა ნიკა გვარამია. მოკლედ არანაირ პოლტიკურ ჯგუფს არ მივეკუთვნები, მე ვარ სიმართლე, სამართალიც და ამის საღებავით გამომტანი ქუჩაში. მოკლედ დიდი სიამოვნებით ვისურვებდი ლაზარესთან, ასევე თორნიკე აკოფაშვილთან, რომლებიც მალევე უნდა იყვნენ სრულად თავისუფალნი, დავლიო ლუდი და ვისაუბრო უამრავ საინტერესო თემებზე ოკეანის სიღრმიდან დაწყებული, აზრისა და იდეების წარმოქმნით გაგრძელებული, გაალაქტიკების იქით, გამოუცნობ სამყააროების უსასრულობამდე ნებისმიერ რამეზე!..